იკურთხების მუშტი ესე, მოფენითა სულისა წმიდისათა
მზაკვართა ბადეში გახლართული ჩვენი მრავანტანჯული ერი, ვერ აღვიძვის საკუთარს თავში დიდებულებასა წარსულისასა.
მამამარჩენალი ჩვენი არაერთგზის შეეცადა აღედგინა ჩუენში სიმამაცისა და კაცურკაცობის კვალი, რა არ ჰქმნა, რაი არ მოიმოქმედა, რა არ გვასწავლა… რომელ კანონიერ მპარავსა არ მოეშველა, რომელ ჩაგრულ პატიმარსა არა დაუდგა თავდებში, არა და არა…
ამასწინებზედ ჯვარი დავსწერეთ მეფესა და დედუფალსა, რომ გამოზრდილიყო სამეფო ოჯახი და გამოჩეკილიყო ყრმაი ყოველთა გურჯთველთა! მაგრამ ეშმაკის მანქანებითა ჯურისწერის შემდგომად დედოფლის საშო არაწმიდაი შეიქმნა შეუღლებისთვინ, დიახ, აპკი იგი სადედუფლოი განრღვეულ აღმოჩნდა, ვითარცა კრეტსამბელი. ქუესკნელსა ჩაიძირა ნდომაი და სასოებაი, შეგვეცვალა ხალხთა გონება და მიგუემართა იგი მადლთწყაროისაკენ.
ჩვენი ძმების სიძულვილმა თავზე გვაფქრქვია რისხვაი უფლისა! აი დღეს შესრულდა 6 წლისთავი მას შემდგომ, რაც მასონთა მთავრობა დაგვეპატრონა და ერთადერთი იმედი, ჩვენი შავკუნკულიანი მამამარჩენალიღაა! მრავალი ეუბნების, რაისთვისა არ მიხვედი გიორგისთან, ოდეს აკურთხებდა საღვთო კრებასაო? ჰოი უგნურნო, განა არ იცით რაოდენ დიდია ლხინი გიორგობასზედ? განა მამამარჩენალს არ ეგების ყანწნი გამოსცალოს ასეთ დროსა? ან განა არ იცით ბახუსის სასჯელი მემთვრალეობასზედ? ვერ მივიდა, ოდეს სატანა გაბატონდების მაჰმადიდებელთა ქცევაი უღონო შეიქმნებისო და აჰა, მოგვდგომია კარს სასუფეველი!
მაგრამ ჰოი მაჰმადიდებელნო, თქვენი მუჭია ახლა გადამწყვეტი, შეჰკარით ხუთნი იგი და სთქვით “იკურთხების მუშტი ესე, მოფენითა სულისა წმიდისათა, განსაგმირავად ყოველთა რომელიც არა არს ჩვენი, ან ჩრდილოელ ძმათა ჩვენთაგანი, ამენ” ხოლო შემდგომად შეულწენეთ ძმანო ყბანი და წვივნი მკვნეტელთა ქრისტეს ქუსლისათა! აჰაა, სად გარბიხარ დაჰკივლე, შემდეგ წამოაჯექ და სამჯერ დაჰკარ წარმოთქმითა “სახელითა მამისათა, ერთი! და ძისათა, ორი! და სულისა წმიდისათა, სამი!” თუ დღესასწაულობაი დაემთხვეს ოთხჯერ ეგების, დღის წმინდანის სახელსზედ “სახელითა გიორგი წმიდისათა, აჰა, აჰა, აჰა, წყეული ცოფო!” შემდგომ განილაღე და წამოდი, უწყოდე რომ ზეცით ღმერთი გულსა განიხარებს და ოდეს მოიწევს ჟამი, მოგაგებს გვირგვინსა სასუფევლისათა!
ერთხელ ასეთი რამ შემემთხუა, სემინარიის წინ განვიგდე ერთი მტერი მაჰმადიდებლობისაი, უსპეტაკესმან მამამან გადმომხედა და მითხრა: “მარკოზ, ნუ ჩხუბობ, გაოფლიანდები და გაცივდები!”
“მარკოზ, ნუ ჩხუბობ, გაოფლიანდები და გაცივდები!”
marTalia dido mamao, Sen ro gacivde raga gveSvelaba mahmadideblebs!!!
amin amin amin!!!
“იკურთხების მუშტი ესე, მოფენითა სულისა წმიდისათა, განსაგმირავად ყოველთა რომელიც არა არს ჩვენი, ან ჩრდილოელ ძმათა ჩვენთაგანი, ამენ”
wavedi me mwvaleblebs uda daverio da aba tqveli kalta gadmomafaret!!! ameen!
კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თუ თქვენი ქართულით მკითხველს დაღლით, მწერალიცა და მკითხველიც თქვენღა დარჩებით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
არ ჯობია ლაზათიანი და მოქნეული ქართულით წეროთ, თქვენთვის ხომ გასაგები იქნება რისი თქმა გსურთ და არც ჩვენ, რიგითი მკითხველი დავიტანჯებით წინადადების ბოლომდე აზრის მითრევით
თან რამდენადაც ვიცი, ბოლო ევგენიკური ექსპერიმენტის მონაწილე “დედუფალი” განათხოვარი იყო და რომელ ქალწულობის აპკზე ლაპარაკობთ?!
ან არ გრცხვენიათ სხვის ინტიმურ ცხოვრებას ასე რომ ეხებთ? თუ არ გინდოდათ არაქალიშვილი მეფისდედა, მაშინ ნუ დასწერდით ჯვარს და რადგან პატრიარქმა აკურთხა ეს ქორწინება, მაშინ ნუღა განიკითხავთ.
თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი პუბლიკაცია შეიძლება არასრულწლოვანმაც წაიკითხოს და ის თუ წარმოგიდგენიათ რას იფიქრებს როცა წალკის რაიონის სოფელ ქვემო ლიმბოს წმინდა შორენა საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესიის დიაკვანის, მარკოზ უშიკიშვილის პირიდან ამოსულ საშოს და ქალწულობის აპკს დაინახავს?
მემგონი სირცხვილია, როცა მოძღვარი ისეთ რაღაცეებს ამბობს და წერს სახალხოდ, რასაც თავის მრევლს აუკრძალავდა…
ახლა წარმოიდგინეთ რომ მშობელი, რომელიც ასეთ პოსტს წაიკითხავს თავის შვილს თქვენი პუბლიკაციების კითხვას უკრძალავს, წარმოიდგინეთ? ახლა მიპასუხეთ, რა საჭიროა მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა, როცა თქვენნაირები შიგნიდან უთხრიან ძირს?
ხოოო, გადავხედე პუბლიკაციებს, ბევრი ვიცინე და უფრო მეტი ვიტირე (ნუ თითქმის
)
ჩემთვის ის კი არაა პრობლემა რომ თავიდან სერიოზულად მივიღე ეს პუბლიკაცია, არამედ ის, რომ ეკლესიაში ძაააალიან ბევრია ისეთი, ვინც ამაზე უფრო უარესსაც დაწერდა და გააკეთებდა.
ისე კი ვიცინე, მაგრამ მგონი კარგი იქნება, თუ სუუულ ცოტა უფრო თანამედროვე ქართულით დაწერთ, ვთქვათ 17 საუკუნის
ღმერთო, დაიფარე საქართველო!
ბატონო მარკოზ,
სრულ ჩკუაზე ხართ? მომიტევეთ, სიტყვა არ მომიბრუნდა პირში, რომ მამაო გიწოდოთ!
მაგარი კაცია მარკოზი
))))))))