Skip to content

გინებს მოცემაი? მიეცი!

26/11/2009

გული მილივლივებს ოდეს ხმარობენ სიტყვასა “მეუფეო”-ს უბრალო სატიტულოითა ხმარებითა, თითქო ესე “უჯეროი” წამონასროლი, არ აღნიშვნიდეს მეფესა, მბრძანებელსა, რომლისა ქუშე დამორჩილებულ არს ყოველი მხედრობაი, ძალი და სანუკვარნი ძვალნი. კვერთხითა მისითა და არგნითა მისითა დაიმწყემსების ერი და თვით მთავარნი ამა სოფლისანი.

დაიკარგა ძმანო ესე დიდებულებაი მამათა ჩვენთა, წარსულის უმწეო მოგონებადღა შემორჩა უდღეურ ფრესკებს, სადღა არს მღვდლის მათლაფაი ხორცითა და სანოვაგითა სავსეი, ახლა მაკარონის რაკუშკებსაცა დაგყვედრიან მავანნი, ეჰეი, დღესა მას შინა საკვირაოსა, ოდეს მწუხრის ლოცვასზედ დავსდექ, აღმომხდა “მამაო, თუ კუჭსა ჩემსა არა განაძღობ, ვინღა დამწყემსავს ფარასა შენსა? რომელსაცა თხანი უფრო ჰრქუანან, ვიდრე ცხოვარნი?” და მომესმა გულში მოელვარე ხმაი, ზეგარდამო გარდამოვალი წმიდა სიდონიას ბაგეთაგან “შენ სულ ხომ არ გამოყეყეჩდი ბერიკაცო, რაღა მოგცეთ მეტი? რამდენი კაცი დაგისაქმოთ მრევლიდანა, რომ მუცელი შენი აღმოვავსოთ?” ჰოი ესე ალქაჯი, სამოთხეშიც ალქაჯადვე დარჩა! წმიდა ნინოი არ გამოუშვა სალაპარაკოთ, თვითონ ჩამძახა და ჩამყვირა! შემდგომ ამისა აღარ დავუნთე სანთელი და გულწყრომაში შევკავკდი!

განა რა იცის ამ ქალმა, რომ სოფელი ესე აღივსო უნიჭოთა ლაზღანდარობითა?! განა არ იცის რომ მღვდლებს ჯიპსა დაჰყვედრიან?! როცა საერონი უკეთესებითა დადიან?! განა ერისა ქონებაი, უნდა აღემატებოდეს მათთა მამათა ქონებასა?! ჰოი ესე მზაკვარნი და გარდაღუარძნილნი სარწმუნოებისაგან!

ამიტომაც კურთხევა გამოვითხოვე უსპეტაკესისგან, ვთარგმნო პატერიკები სადაცა არს შთაწერილი გულმოწყალების საიდუმლოსზედ, მაშ! საჭიროა მრევლის განათლება, რომ ფული შემოდინდეს ეკლესიაში, განა ცოტასა ვაძლევთ?! შეუფასებელსა გავცემთ და შეფასებულიც აღარ მივიღოთ?! რაოდენსა ამოიყორვიან მუცელსა ნათლობასზედ, ფული არა გვინდა ჩვენა? ოდეს ამოდენი მადლი წარედინების მათ შვილებსზედ? განა სულ არ გასცა გლახაკმა ქვრივმა ორი პესოი? განა სულ არ გაიღო ყველაფერი, რათა მღვდელმთავართა და მღვდელთა სალაღოდ ჰქონოდათ საქმე? განა არა შთაწერილ არს წიგნსა მას საუკუნოსა “მუშაკი ღირს არს სასყიდლისა?”

ჰოი მსმენელო ამის სიტყვისაო, გაიღე ყოველივე და მუნ შეგეწევა, დასთმეი ყოველი და ჩვენ ვიზრუნებთ რომ არაფერი მოგაკლდეს, დასთმე ყოველივე რასაცა მიაწერ კერძოსა სამართლად სადიდებლად ღმრთისა, მამისა, ყოვლისამპყრობელისა!

შენ განლაღდები, ჩვენ კი შავნი გვმოსავს! შენ დაძრომიალობ, ჩვენ კი მყარადა ვსდგავართ! ოდეს აზვირთდების წყალნი, ვის მოებღაუჭები? ჰოი უგნურო! განეშორე ყოველსავე საკუთარსა და დაიწინდე ეკლესიასზედ!

ჩვენი უსპეტაკესი მამისა და მარჩენალის ლოცვა კურთხევით

დალოცვილნი გამყოფოთ!

ჩანართი: მარხვაში ვინც ცოლსა შეერთოს, დაე წარეკვეთოს სასოი ხორციელად, ამენ.

5 Comments leave one →
  1. makho permalink
    26/11/2009 23:45

    “მარხვაში ვინც ცოლსა შეერთოს, დაე წარეკვეთოს სასოი ხორციელად, ამენ.”

  2. აქ არავინ აღან შემოხვიდეთ permalink
    27/11/2009 04:19

    აქ არავინ აღან შემოხვიდეთ,
    სატანა ჩაგითრევთ
    აღარ აკრიფოთ ამ საიტის მისამართი მეორედ,გთხოვთ ყველამ დამიჯერეთ

    • Ateisti permalink
      30/11/2009 15:05

      ეგეთი რწმენის დედაც… ერთი კაცის ხუმრობა რომ შეარყევსრომ შეარყევს! :D

      • D_I_M_I_T_R_I permalink
        08/04/2011 21:28

        shearyevs tu ar shearyevs eg kidev sakitxavia, magram rom sheuracyofs – eg nagdia. amitom arc me ar vurchev morcmune adamians am mkrexelobit tavis sheqcevas.

  3. Toma permalink
    02/12/2009 03:39

    მარკოზ,

    მოგეწონებათ

    http://richarddawkins.net/
    :) ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 79 other followers