Skip to content

მოქცევაჲ თინიკო ღვთისქალისა

11/01/2010

საყვარელნო და ტკბილნო შვილნო! ვითარ ეგემრიელების პირსა ნუგბარი და სანოვაგეი, ეგრეთვე მეგემრიელებით თქვენცა, ღვთივსათნო მრევლნი ჩემნი და ჯიბენი თქვენი, წმიდას ეკლესიაზედ მორჩილებით მიყრდნობილნი, ვითარცა სასუქი, მარადისობის ფეხქვეშ მოყრილი!

და აჰა, განსრულებულ მარხვასზედ, ოდეს ხორცნი ჩემნი მოვაუძლურნე სამარხვო ფხალეულისა და კოტლეტის ხმევისაგან, ოდეს მამასა ჩვენსა ზეცათასა აღვუკმიე საქებარ-სამადლობელი საკუმეველი გულის ლოცვათანი, დავსჯექ კულავადცა წერად შეგონებისა, უძღებთა მათ შვილთა ზედა, რომელნიცა განშორებითა ჭეშმარიტი რწმენისაგან, თავსა თვისსა მიჰსდრეკენ ჯოჯოხეთის წუმწუმებისაკენ და არღარა ეფოფხვიან კრძალვითა დიდებულებასა სამღუდელო და სამონაზვნო დასისასა და უფრორე განიზიდვიან უსპეტაკესობისა მისისაგან, რომელ არს მამა ჩვენი და სულიერი მარჩენალი!

განა განცუდდეს ფოფხვაი ცოდვილთაი? განა განაცუდნებს უფალი მოსრულსა მონანულად წმიდა ეკლესიაში? შემნანებელსა მჯიღითა და გუემითა, რომელი დაიტირებს ცოდვათა თვისთა ვითარცა ქვრივი იგი უშვილოი, ქმარსა თვისსა და შემყოფსა თვისსა?მაგრამ ჰოი, შეუდრეკელო და გულქვაო მოდგმავ ადამისავ! ჰოი შებღალულო ჰაპკო ევასაო! ჰოი დაცემულო გვარო კაენისაო, არღა ადევს საშველი სიტყუათა შენსა და საქმეთა შენთა! რომელნი გარდაღვარძნილ იქმნენ პირისაგან ღვთისასა….

ხოლოი ზოგადისა ამისაგან, ჩამოვილოცვი მოკლესზედ და მეტსა პირდაპირობასა შევჰმატებ განჩაჩხულსა ქადაგებასა ჩემსა… რაისათვის განჩაჩხულსა? უფალი შეჰნატრის განჩაჩხვასა ჩემსა, ვითარმედ ყოველი გაუგონარი ამის სოფლისათვის, სათნო არს უფლისათვის ჩვენისა, რომლისა არს ყოველი დიდება და პატივი, უკუნითი უკუნისამდე!

აჰა თვალნი ჩემნი გარდაავლებენ მზერასა ქართლოსიანთ მდედრთა და ჰპოვებენ იქ ერთსა ქალსა, კაზმულსა მარგალიტსა ბაჯაღლოსშიდ ჩასმულსა, თინიკო ღვთისქალ ხიდამშენსა, საჩინოსა დედასა, ღირსსა რომულუსის ცოლობისასა…

ჰოი მომაპყარნით სასმენელნი თქვენნი და ისმინეთ შეგონებანი, დედანო და დედაკაცნო!

თინიკო ღვთისქალო, რომელი აღმოგირჩია უფალმან ქადაგებისათვის ერთა შორის გურჯთველთასა, შენ, რომელ ხარ უწმიდესი მამისა ჩვენისა გაბრიელ ურღებაძისა ნათესავი და თანამოსისხლეი, თანამოჰემოგლობინეი და თანამსახური წმიდის ეკლესიისაა! შენ, რომლისა გენნი და ხორცნი მოჰყეფენ აზმასა იოანე ზოსიმესასა, სათნო ტურფავ და გულშემმუსვრელო მფხორჭვნელო სატანისაო, რომელიცა მოიზიდვი ჟურნალისტთა მოიზიდვი წმიდის მამისა საფლავსზედ და განაცხადვი წინაშე კაცთა “აჰა, ბაბუა ჩემიო!” და ამ უკუე შესამკობი სამისიონერო საქმითა, დაამოწმებ რწმენასა წმიდისა ზეთბურღილისასა, რომლითაცა განიკურნა მრავალი… მხოლოი მაიას ზედა ასათიანისა, ვერ ჰპოვა შედეგი, რამეთუ სხეული მისი ამქვეყნიური უფალმან გარდაცვალა ეთეროვანსზედ და მაშასადამე ზეთი უძლურ აღმოჩნდა განეპოხა შუბლი მისი! ჰოი ყოველივეს ამისა გამო, მიწყალობიეს საუკუნო შარავანდედი შუენიერებისა, განაპრიალე ხელითა შენითა ანდაც ხელითა ლევან ბრძნიშვილისათა და დაიდგ ტიტულოვანსა თავსა შენსა ზედა, რომელშიცა მრავალი საჭირბოროტოი “ვეში” შედის, როგორც ბრძანებდა სლავმეტყველი მოძღვარი ჩემი ვლადიმირი, მაგრამ მცირედი გამოდინდების!… ჰოი, საყვარელო შვილო, ბრიყვთა ესე ყოველი სათნოებაი შენი, უგნურებისა ნიშნად მიაჩნიათ, მაგრამ არ შეუშინდე გესლოვანებასა მომხდურთასა დიდებულო საუნჯოო ევას მოდგმისაო, არა იციან ცოდვათა შინა ნაშობთა, რაი არს მცნებაი “განანჩხლდებოდე და ნუ სცოდავ” როგორც იტყვს ამას ფსალმუნი ორიგინალშიდ “განრისხდებოდე და ნუ სცოდავ”, მაგრამ მდედრობასა შენსა უფროი პირველ ერგების, როგორც ჭეშმარიტი მონაი დედისა ჩვენისა ნინოსი, ქართველთ განმანათლებლისა…

იხილეთ, იხილეთ ჰოი მონანული მხევალი ღვთისა, ვითარცა მარიამ მაგდალინელი, რომელიცა ბობოქრობდა შეცდომილების ხნარცვში და ახლა მტირალი და თავგაპოხილი წმიდის ზეთითა, ცრემლმდინარებს ყოველი ცოდვის გამო, რომლითაცა შეუცოდავს აქამომდე წინაშე დედის ეკლესიისაა… იხილენით შვილნო და აღივსენით კაცთა მობრუნების სასწაულით! სოროსელობაი, რომელ არს ახლით სადუკევლობაი, მწიგნობართ ონანითა და ტვინდაბრეცილობით შეპყრობილობაი, ფარისეველთა სიშმაგით აალებაი, მაჰმადიდებელთა მდევნელობაი, რომელ ემოსა საწყალობელსა ამას სძალსა ქრისტესასა, განიშორა და მისცა გეჰენის ცეცხლსა და აჰა, ესრეთ შეიქმნა მაჰმადიდებლობისა მდევნელი სავლეი, პავლედ, თინაი, თინიკოდ! ცოდვათაგან დატყვევებული მხევალი ესე, ის ის იყო ჰაზრს განიმტკიცებდა გონებაშიდ, ჰევროპაი ჩვენი ძლევამოსილების დასაწყისიაო, რომ იფეთქა მზემ ჩრდილოეთიდგან და გაისმა ხმა გრგვინვისა: “თინა, თინა, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ”

და კაცნი იგი რომელნიცა უწინარესად სცნობდნენ სიმართლესა ჩრდილოის ორთავიან ჰარწივისასა და რომელნი იყვნეს მის თანა ფარულად მცნობელნი ჭეშმარიტებისა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი მხევალსა, ხოლო ხედვიდეს ვერარას. აღდგა თინა ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს ქალაქად. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა და აქამომდე მხოლო უფალსა… მაგრამ დადგა ჟამი სინანულისა და წარემართა უნივერსიტეტად, სადაც მისნი გამზრდელნი პროფესორნი და დიდად განსწავლულნი მოამაგენი, რომელნიცა უწინარეს დროსა, ფულსა წარჰგლეჯდნენ ცოდვისმოყვარე მოწაფეთა, რათა არა შეებღალათ სხეული მათი მრუშობაში და მარხვის განტეხვაში, ურჯულო კეისრის ავსაქმეთა ამხილებდნენ! ხოლო რაჟამს მადლობაი გარდუხადა აღმზრდელთა, რომელთაცა ერთგზის უღალატა, აჰა ანგელოზი ღვთისა ზეცით გარდამომავალი, რომელმანცა აჰხსნა თვალთა მისთა ბინდი და აქამომდის არს განხელილი ფართოდ!

შობა ქრისტესი, 2010

უწმინდესისა და უსპეტაკესის მადლი წარგეფინოთ გულსა ზედა
არ გარდაიდრიკნოთ მაჰმადიდებლობისაგან

ამინ, ამინ, ამინ!

One Comment leave one →
  1. 27/05/2010 18:17

    ვაიმე, რატომ ვარსებობს ასეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ? :( ((( ცუდად ვარ. ვინმემ უშველოს ამ მამა მარკოზს. როგორც ქრისტიანი ვიტყვი, დზალიან, დზალიან დიდ ხიბლშია ცავარდნილი. ხოლო როგორც ჩვეულებრივი ადამიანი – ამ ადამიანს სერიოზულად უჭირს და პირველ რიგში ფსიქიკურად. ეს თანამეჰოგლობინე რაღა ჯანდაბაა :D ბატონო მარკოზ, ძველი ქართული მკვდარი ენაა და თუკი მას მიმართავთ, დაიცავით მისი ნორმები და ნუ ამდიდრებთ მას ახალ-ახალი ტერმინებით :) რადგან, მაგდაგვარი სიტყვები შეილება მხოლოდ თანამედოვე ქართულში გაჩნდეს. ხოდა, მოდი შევეშვათ სისულელეების კეთებას და წველი წერილებიდან აბზაცების ამოგლეჯვას. ძალიან მრცხვენია თქვენ მაგივრად…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 79 other followers