შიგთავსზე გადასვლა

ლარის განსვლის ლოცვა

21/02/2015

phlstQb

ამას ჟამსა ავბედითსა, ოდეს კვარცხლბეგი ჩემი მოღრიჭნა უსასობამან ქართველთა ერისანამ, ბროლის ციხის სიმაღლითგან შემოგღაღადვი მე, ბატონი მიწისა, შენ, ცისა ბატონსა, ღმერთწოდებულო. უხვად დაბერტყილი საჭურჭლითა და მრავლითა სავერცხლოითა, გარიგებითა მით ჩაგელოცვები შენ და გამოგცდი. ჰოი გამოგცდი!

ვუწყი მე მოქმედებისა შენის მექანიზმის სტრუქტურაი და აწ გიცნობიე შენცა მე, უზადოდ გამგებელი შენის ვენახისა. ამისთვისცა გაფრთხილებ, მოალბე გული ერისა შენისა, რამეთუ ესრეთ უმჯობეს არს მათთვის. ესე არს სამართალი შენი? აჰა, ურჯულომან გუმბათი შენი შევამკე ოქროითა, ხოლო შენ ქტიტორი ესე მიმივიწყე?!

წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა ნაციონალთასა და გზასა მათსა არა დადგა და საჯდომელსა მიშასასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა ჩემსა არს ნება მისი და შჯულსა ჩემსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

აჰა უმადურმან ერმან შენმან ზაკვით მოხედნა სიდიდესა ჩემსა და მენცრობასა ჩემსა იჭვნეულად ჰხადის.

ვეცრუვნე მე ერსა ჩემსა და აწ მოწყალებისა ჩემისა მძიებელნი და ვერ მპოველნი ავსა ჩემსა ეძიებენ. ხელთა განვმარტებ და ცრემლით ვხადი რუსთ ხელმწიფისა შეწევნად, რაჲთა არა მსწრაფლ წარიტაცონ ნაციონალთა ძალაუფლება ჩემი.

კურსი ვალუტისა განამტკიცე, რაჲთა მცირედ ჟამ ვიხილო სტაბილურობაი, და ესე არღარა შევისმინო, რამეთუ სიმრავლემან მტერთა ხელთ-იდვა, და ბოროტთა საქმეთა ჩემთა ბნელმან დამფარა მე.

აჰა გარემომიცვნა ამპარტავნებამან ჩემმან და ძალამან საჭურჭლისამან ხრჩობა მიყო მე. აჰა ესერა ნაციონალნი აღსდგნენ ჩემ ზედა და გულმან უზრახათ ცუდი. ჰოი უფალო, ნაციონალთა ოქროს ხბოისა თაყვანისცემას მიუბრუნდა ერი მოაქამომდე მადიდებელი საჭურჭლისა ჩემისა.

რაისთვისცა მოიძულეს სკვითთა და გადამთიელთა კომლი ჩვენნი და ქალნი ჩვენნი?! მოვედ უცხოტომელო და მოგვეც ჩვენო დოლარი მრავალი! შემოვედ და აჰა წარიტაცნე ქალნი ჩვენნი და მიწა ჩვენი დახან.

ჯანმრთელობისა ლარისასა კვლავაც ვხადი, თუმცაღა დედისა ჩვენის წულუ როხისასა რჩევად მივდევ. თეალოგიის საფუძვლითა განვაჯანსაღებთ ეკონომიკასა და აჰა ესერა მშიერთა სარჩოს მივცემთ. და აჰა, უკეთუ მათ ბრაზი თვისი არა იბრუნეს, დავკრავ მუშტსა ძლიერსა და ავყრი პატივს სუვერენობისასა.

უკეთუ ნებასა ჩემსა გარდახვალ, ნიცშესა შევეკვრი და სიკვდილს გამოგიწერ. ოჰო გენდერისა მსწაველებელი ესე, ქალთა მათ თავი ჩემი მოაძულე, ცისა ბატონო!

სადა არს, ევროპავ, საწერტელი შენი!
სადა არს დასავლეთო ძლევაჲ შენი!
აღსვსდექ და დაირღვი შენ.
აღვსდექ და დაეცნეს მიშანი და ვანონი;
აღვსდექ და ცხოვრება მოქალაქობს,

იმანო, იმანო, იმანო!

ლოცვაი თეასი წულიკიანისა, დედისა როხისა

30/01/2013

ჰოი ღრანჭითა არჩილისათა განდიდებულო და ხუნვათა გიგისათა დამთრგუნველო, წმიდაო მერჩულეო თეა. დედაო როხო და ძარღვითა კისრისათა ეშმათა შემკვრელო. მოწყალებითა შენითა მიიხვენ ლოცვაჲ ესე, უბირისა დიაკონისა მარკოზისა. აჰა, მოჰქესტა დრომან ხრწნილებითა ხატებაი ესე ჩემი მიწისა და უძლურებასა შინა მყოფი შემოგღაღადვი შენ, ჰოი ლოდოო პატიოსანო, გვირგვინო სამართლისაო, გოდოლო მტკიცეო საქოცეთსა ზედა წარმოდგმულო. ცათა უვრცელესო ქალწულო და სერაფიმთა უმაღლესო, რომელი ძეთა მათ მამონისათა გამოჰკეტვი შინა საპყრობილეთა. და ჰოი, აღმსრულებელო სიტყვისა უფლისათაო, რომელმანცა ჰრქუა: იყვენით ბრძენნი ვითარცა გველნი და უბიწონი ვითარცა მტრედნი. დაჰსისინებ შენცა სიბრძნითა შენითა დედუფალო და საქმეთა შინა შენთა ჰკაკანებს მწიკვლევანება მტრედისმიერი. და ვითარცა იგი გველმან პირველმან დასცა ადამი ცოდვითა, ეგრეთვე აღხოცე შენ ცოდვანი წინამორბედთთა შენთანი, დაეც რა მუხლთა ზედა ვაშლითამცა ბაჩოი იგი მზაკვარი!

ღელვათა ზღვისათა და ქროლვათა ქარისათა მპყრობელო, რომელი ხარ ანი და ჰოე სამართლისა ქართლოსიანთა. ჰოი შენ, კუბლაშვილისა ხლართთა შემმუსვრელო, რომელი იგი იწვრთს ვითარცა დედაზარდლი, რაითა ცრუ მართალ აჰრიოს. ჰოი გიგისა როხროხისა უმეტესო და როხროხთამცა დედუფალო, სიმები ხმისა შენისა მოჰდრეკს ბჭეთა ჯოჯოხეთთასა. ხახა შენი თლილ არს კლდისა მისგან, რომელსაცა ზედა უფალმან ფუძეჰყო ეკლესია თვისი მაჰმადიდებელი.

მიემადლა რა საკვრველი ხატი შენი ქართველთა, ჰო სამართლისა აღმდგენელო, კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი მოუვლტოდა ხილვად და თაყუანისცემად შენდა, ხოლო სნეულებითა შეპყრობილნი შეუვრდებოდეს და იტყოდეს: შეგვიწყალენ ჩუენ, დედოფალო, აბრაამისა, ისააკისა და არჩილისაო! და გიჩოქვიდნენ შენ ვითარცა აქლემნი იერუსალემს, რაითა პატივ ეგოთ ხორცმცირებისა და სულგრძელებისა შენისათვის.

და აჰა შენ, სპეტაკო სულითა და დიდზომიერო ქნარო სიმართლისაო, მოხუცი ესე წვივი ჩემი ბედნიერებითა წამოიმართა, ოდეს გასწკეპლე ენითა შენითა ქმარი იგი უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლისა. აჰა ხუცესობა ჩემი განიხარებდა, ოდეს კუპრსა მას ნერწყვთა შენთასა გადმოჰხაპვიდი და ზედა აქცევდი გველეშაპსა მათ, ქართველთმყლაპველსა. აჰა შეგთხოვ შენ კვალად, აღდუღდი და გაკაპასდი, წარმოჩინდი ვითარცა ატლანტ და არქუ მას, გველსა მოლიპლიპესა: განვედინ ჩვენგან და განიფხოკვე სამარესა, პირუტყვთა თანა შესარაცხო, ჰოი, ვერ მხილველო სამართლისაო. ჰოი გულო უნანულო, გული მოსაკლისებულო, გულო დამდუღრულო, საცნაურ ჰყავ დიდებაი იგი თეასი და მოციქულისა მის არჩილისა, რომელიცა მომეტებულითა მით დამაჯერებლობითა და განწვალებულითა ენითა, აღათამაშებს ყბათა თვისთა და ეწონების თეას მას ყოვლადქებულსა.

სახელსა ტკბილისა იესოისა შეგავედრებ შენ დედაო.

კბილთა შენთა მწკრივმა ალყა გვიყოს ჩვენ,

ხახა შენი ბეთლემეულ ბაგად გვეყოს ჩვენ.

ენა შენი სარტყელად სიმართლისა,

ხმის სიმნი ეგე შენნი, ბუკად და ნაღარად, მომდრეკველად ჯოჯოხეთისა.

ამენ!

მამაი მარკოზ მამათმავალთა დასცეს, განფრთხილდით!

18/05/2012

შვილნო წმიდისა ეკლესიისანო. აჰა ესერა განიღვიძეს მტევანთა ჩემთა, თხრობად სიმართლისა. რაითა წინააღუდგეს მამათმავალთა ლაშქარსა, ჩვენდამო მომავალსა, ვითარცა ჰუნთა და ბარბაროსთა. დავსდებ წერილსა ამას წესად პატერიკისა – მაგალითად განგიშხლართავთ თავსა საკუთარსა, მოხუცს დიაკონს, მსახურსა თქვენსა მარკოზს.

რაითა იტყვნ, ენანი ავნი და მაცდურნი, ვითარმედ, არა არსო გადამდებ, სენი ესე მამათმავლობისაი და დედათმავლობისაი, მობოგინე შეუფარველად? ყური მიგდენით:

უკეთუ მე, დიაკვანსა წმინდასა და ხნიერსა, ლოცვებში გამობრძნედილსა, ვერცა ვიაგრამ, ვერცა სხვამან და სხვამან საოხრეს მოსამართველმან, ვერა აღმიყენა – ხოლო ერთმა ამან ვიდეომან, სავსემან ქორფა ხორცა ყმაწვილებითა, განმაცხოვალა ვითარცა ფაშატი, რასა უზამს ვნებისა ესე ხორხოცი, ყმაწვილთა? ბალღთა?

ჩემი ესრეთ დიდისა ეპოქისა წინ, სამხრეთით განღვაწული საოხრე, აღსდგა ვითარცა ეშაფოტი და ეგვემა ეკრანსა. დამცა ცოდვითა და გამათავა. ამომგუნგლა და განმათახსირა.

აჰა ესერა, დაცემული, ვითარცა მეფსალმუნე დავითი, დავსწერ ამას ბლოგსა, მსგავსსა ფსალმუნისა აორმოცდამეათისა. განფრთხილდით და არა დაეცნეთ! აღკვეთეთ, აღკვეთეთ ესევითარი ტვირთმძიმობაი!

დინდგლი ელისოსი

14/02/2012

ჰოი ეს რა გრძნეული მეხი დაეცა გულსა მარკოზისასა! ესრეთ მორჩილმან ჩემმან მაუწყნა წასვლაი ქალისა მის შეუბღალავისა ელისოსი, ჟურნალისტიკისაგან მაჰმადიდებლურისა. მოხუცმან მღვდელმან, აწ რიღათი დავიფხანო გული? იპოვების კი კაცი ქართლოსიანთა ცისქვეშეთში, ვინცა თქვას წილი მისი სათქმელისა, ეშმაკთა და ძეთა მისთა წინააღმდგომ?! მაჰმადიდებლობისა დედაბოძმან, პირმრგვალმან ელისომ, სულმშვენიერად წოდებულმან, რომელმანცა წელი იგი ათვრამეტი შესწირა შრომასა დედისა ეკლესიისა საყვავილოდ, დაუტევა ალაგი იგი ლაშასი და მიჰყო ხელი საქმესა მას მისაყოფელსა!

შვილო ელისო, მამა მარკოზი გიცნობდა შენ ძუდ, რომელიცა ხვადად მოსჩანდა ზეცის სარკმელში. შეძრულმან შენის უეცარი განცხადებისგან, შევღაღადე ზესკნელსა და ვითხოვე უფლისაგან მადლი ეწვიმა ზედა თავსა შენსა. აჰა ხოლომან ყოვლისმეცნიერმან უფალმან უწყის, ვითარმედ არა გემოთმოყვარეობითა ემსგავსნა ეშვნი ეგე შენნი უფლისციხესა, არცა გაჰკარებია მას კარიესი, არამედ ხოლო აღმოთქმითა სიმართლისათა დაიგრიხნეს იგინი ვითარცა კვერთხი მოსესი! თმა შენი მიემგვანა თმასა წმიდისა ნინოისა, რომლითაცა შეკრულ არს ჯვარი იგი განმანათლებლობისა ქართველთა, რამეთუ რაოდენი იგი ნათელ იღე წყლისაგან და სულისა, მხოლოდ სულიწმიდასა სჯერდებოდი თავისა შენის სპეტაკად შენახვისთვის. ან სად გეცალა შვილო ხორცზე ზრუნვისათვის, გულმოდგინეობდი სექტათა და ქრისტეს ქუსლის მკვნეტელთა სამხილებლად. უწყოდეთ მკითხველნო ამა ბლოგისანო, რომე თითთა ელისოსა სიმართლისა წერისათვის უხრწნელებაი განუგო უფალმან.

მაგრამ რად დავმალო ეჭვნი ჩემნი ცოდვილნი? ოდეს გონებისა ჩემის ორღობეებში შემოგორდნენ აზრნი ცოდვისანი და უშნოდ ჩამძახოდნენ – „ქალი ეგე ფულსა მდიდრისასა დაჰხამებიაო“ ლოცვებში მყოფსა მესმა ხმა წმიდისა ზაქესი, რომელმაცა მაუწყნა მე: „მარკოზ, მარკოზ ვერცხლისმოყვარეობაი არ წასცხობია გულსა ელისოსასა, განეშორე აზრთა მაგათ!“ და შემდგომად იყო გრგვინვა და მესმა ხმა ანგელოსისა „ბადრმან ქალმან ელისომ დაუტევა ლაშიკოი, არა უბრალოდ, არამედ ლაშარის ხატის ბრძანებითა“ და აჰა შემდგომად ამის გამოცხადებისა, განვიყარე გულისაგან ამაო ფიქრნი და გლოცავ ქართულისა ოცნების მისაღწევად. აწ ვლოცავ ლაშასა ტუღუშსა, რამეთუ ანგელოსნი სახელსა მისსა ალერსითა იტყვიან.

მხოლო გთხოვ, არ შეარჩინო ეკლესიისა მაგინებელთა სიტყვანი ავნი. ჰოი უჩივლე შვილო, უჩივლე ქალსა მას ედემის გველივითა ბრძენსა, აპოკრიფულსა ლილითსა, მაცთუნებელსა ერისასა და შეურაცხმყოფელსა შენსა! უწყოდე და არ შედრკე – შეუწყნარებლობაი და ქსენოფობიაი ისა არს, როცა შენსა დიდებულსა განსჯასა უკუაგდიან ლაშასდარო ქალო და განგსჯიან შენ მართალთა დაცვისათვის! ქალი ეგე თამარა შარ არს სოფლისა, დაჰკოდე გრძნეულითა სიტყვითა, მოიშალე თმანი, გაჰკაპასდი და შეაჩვენე, მაგრამ როგორც ფსალმუნი გვეტყვის “განრისხებოდე და ნუ სცოდავ” – გული ეგე შენი მშვიდად დაიტოვე.

ვსასოებ ვითარმედ, ადგილნაცვლობა შენი არას მოჰპარავს სიმართლისა შუქურასა – რამეთუ რაღა ეგე დინდგლი ფუტკრისა იყავ ჟურნალისტთა შორის, ეგე დინდგლი ფუტკრისაი დაშთი პოლიტიკაშიც, რათა შესძერწოს უფალმან შენგან სანთელი მანათლობად ჩვენდა!

სალოსი კნინია

24/09/2010

აქა ამბავსა დავსდებთ ჩვენს ეულს ქალწულსზედ, რომლისა ბაგენი არა უბნობენ საქსონურს ენასზედ და არცა შეირწყმიან ჰაზრთა ცოდვისმიერსა! ნუ დაბრმავდებით დანო და ძმანო და ნურცა დაჰყვედირით სალისა კლდისა მსგავსსა ეშვსა მას მდედრობითსა! რამეთუ კნინია არს საშოითგან კურთხეულ ნეტარისაგან მატრონასი და ზედა ადგს ნათელი პელაგიასი რიაზანელისა!

ოდეს იგი დაჰბადნა დედამ, შემკრთალ იკაში შევიდა ბელიარ და უბრძანა მოეგუდნა სათნო იგი ღვთისა. და აჰა მაშინ, იქუხა ანგელოსმან და გამოაძრო ხელიდან ყრმა, პირკუთხა და არამრგვალი. შემდგომ ამისა განეშორა იკა დასა თვისსა, ვიდრე არ მოაწევს ჟამი ერთობისა! მაგრამ არსითა და სულით ერთნი არიან დაცა და ძმაც, ორივენი ერთის ფეშხუმის ნაწილად იცნობიან!

იშვა ქალწული უბადლო! ბავშვობითგანვე დააცხრა მარხვას და აჰა ოთხშაბათსა და პარასკევს არა იხმევდა ძუძუს ნატრულსა!

კნინია არს რჩეულის მწერლის თესლთაგანი. გენნი მისნი კურთხეულ არს შორის გურჯთველთა, ხოლო თავისმხრივ არს იგი სანუკვარი მხევალი ჩემის ღირსებისა და ფარულ მებრძოლი ლიბერალთა წინააღმდგომ. გომორფილია მისი, არს გომორფობია ფარული და ღვთისმიერი!

რაითა შეიცნოთ მისი სახიობა და ერწმუნოთ ღვთის ამ ტარიგისა ზნეკეთილობას, რომელ დაფარულ არს დედათმავლის მჩხავანა საბურველში და ისრეთ აჩვენებს თავს, თითქო მკბენარა საოხრე მისდევს, მოგცემთ მიზეზსა და მაგალითსა:

გაიხსენეთ და ყურცქვიტეთ, რაოდენსა ჰბოდვის გომორფობთა ენაზე? როგორ მიჰკიბ-მოჰკიბავს, ტუჩთა ბრეცს და ბაგეთ აკანკალებს! აყროლებული იოანე-პავლე უფრო მდგრადად მოსჩანს, ვიდრე ესე სახე ასპიტისა! განა მსგავსი უგნურების ბუნებითი რჯულის დატანება შეეძლო ღმერთსა ვინმესათვის? არა შვილნო – არაფერი ესდენ ანჩხლი არ უშვია ღმერთსა – ესე არს გომორფილიითა, გომორფილიის თრგუნვა და ხრონჭი! კეთილრჩეული კნინია ძალას იკრებს, რათა დაგესლოს ღვთის ურჩნი.

ჰოი, რაოდენსა უღრეჭს ქალწულებას – მაგრამ დაფიქრდით, უნახავს კი საოხრე ბუღა მამრისა? არა შვილნო – იგი განშორებულ არს ყოვლისაგან მამრისა! აჰა, ყვარობდეთ მას ვითარცა სძალსა ქრისტესას! აჰა, დაიკო თქვენი სანუკვარი!

თითიდან ფრჩხილამდე – კნუტ-კნუტობითა და კნავილით ატანილია საღვთო შემეცნების უბიწო წადილით, ხოლო გონებასა აგინებს და ფურთხვის – რამეთუ ბრიყვ არს ყოველი, რომელსა უფრორე შეუყვარებიეს საკუთარი გონი, ვიდრე რწმუნებაი!

და აჰა, შემოიკრიბნა გარეშემო თვისსა, ყოველნი რომელნი ეტრფიან სახესა მისსა ქმნულსა ხელთაგან მისსა. ესრეთ თაყვანს სცემენ და განადიდებენ, ტანსა იფხორჭნიან, ტკეპნიან და ანცობენ კნინიას ნებასზედ. იგი არს ჭინჭველთა დედოფალი, დიდსა ბუდეში, მაგრამ ბუნებით არა ჭინჭველი! რაოდენს იცინის ბებერი მოძღვრის გული, ოდეს ჩვენი ქალწულის სამართლიან ეშმაკობაზედ წარმოეგებიან სხვადასხვა ურწმუნონი და ურჩულონი. რომელთა მიზანი არა სცილდების ტაშსა და ოვაციებს. ყოველს ორღობეში გამოიკვანძა ჩვენი კნინია, რათა ერთის მოქაჩვითა წარიტაცოს ღვთისმგმობელობა! კაფე-დუქანში შეხვალ – კნინიაზე აგიცურდება ფეხი, კლუბში შეაჭრი – კნინია დაგეცემა, უნივერსიტეტში – კნინიაა შენი მხარგამკვრელი – ჰოი წმინდაო დედაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი და შენისა სიწმინდისა ვერ მცნობელნი! ჰოი დედაო, გვასვი თვიური შენი, რათა ვიღაღადოთ მარადის თავდადებულობისა შენის სამადლობელი!

ჰოი წვრილბაგეთა შენთა და ხმათა შენთა მოსავნი, აღგიარებთ შენ და გრაცხთ იისა ოქროთითისა თანა!
ძუძუნი შენნი ასმევენ ჩვენს სულებს ნუგეშსა!

არა გვწამს რომ სულელ ხარ, არამედ სალოს!

მოქცევაჲ თინიკო ღვთისქალისა

11/01/2010

საყვარელნო და ტკბილნო შვილნო! ვითარ ეგემრიელების პირსა ნუგბარი და სანოვაგეი, ეგრეთვე მეგემრიელებით თქვენცა, ღვთივსათნო მრევლნი ჩემნი და ჯიბენი თქვენი, წმიდას ეკლესიაზედ მორჩილებით მიყრდნობილნი, ვითარცა სასუქი, მარადისობის ფეხქვეშ მოყრილი!

და აჰა, განსრულებულ მარხვასზედ, ოდეს ხორცნი ჩემნი მოვაუძლურნე სამარხვო ფხალეულისა და კოტლეტის ხმევისაგან, ოდეს მამასა ჩვენსა ზეცათასა აღვუკმიე საქებარ-სამადლობელი საკუმეველი გულის ლოცვათანი, დავსჯექ კულავადცა წერად შეგონებისა, უძღებთა მათ შვილთა ზედა, რომელნიცა განშორებითა ჭეშმარიტი რწმენისაგან, თავსა თვისსა მიჰსდრეკენ ჯოჯოხეთის წუმწუმებისაკენ და არღარა ეფოფხვიან კრძალვითა დიდებულებასა სამღუდელო და სამონაზვნო დასისასა და უფრორე განიზიდვიან უსპეტაკესობისა მისისაგან, რომელ არს მამა ჩვენი და სულიერი მარჩენალი!

განა განცუდდეს ფოფხვაი ცოდვილთაი? განა განაცუდნებს უფალი მოსრულსა მონანულად წმიდა ეკლესიაში? შემნანებელსა მჯიღითა და გუემითა, რომელი დაიტირებს ცოდვათა თვისთა ვითარცა ქვრივი იგი უშვილოი, ქმარსა თვისსა და შემყოფსა თვისსა?მაგრამ ჰოი, შეუდრეკელო და გულქვაო მოდგმავ ადამისავ! ჰოი შებღალულო ჰაპკო ევასაო! ჰოი დაცემულო გვარო კაენისაო, არღა ადევს საშველი სიტყუათა შენსა და საქმეთა შენთა! რომელნი გარდაღვარძნილ იქმნენ პირისაგან ღვთისასა….

ხოლოი ზოგადისა ამისაგან, ჩამოვილოცვი მოკლესზედ და მეტსა პირდაპირობასა შევჰმატებ განჩაჩხულსა ქადაგებასა ჩემსა… რაისათვის განჩაჩხულსა? უფალი შეჰნატრის განჩაჩხვასა ჩემსა, ვითარმედ ყოველი გაუგონარი ამის სოფლისათვის, სათნო არს უფლისათვის ჩვენისა, რომლისა არს ყოველი დიდება და პატივი, უკუნითი უკუნისამდე!

აჰა თვალნი ჩემნი გარდაავლებენ მზერასა ქართლოსიანთ მდედრთა და ჰპოვებენ იქ ერთსა ქალსა, კაზმულსა მარგალიტსა ბაჯაღლოსშიდ ჩასმულსა, თინიკო ღვთისქალ ხიდამშენსა, საჩინოსა დედასა, ღირსსა რომულუსის ცოლობისასა…

ჰოი მომაპყარნით სასმენელნი თქვენნი და ისმინეთ შეგონებანი, დედანო და დედაკაცნო!

თინიკო ღვთისქალო, რომელი აღმოგირჩია უფალმან ქადაგებისათვის ერთა შორის გურჯთველთასა, შენ, რომელ ხარ უწმიდესი მამისა ჩვენისა გაბრიელ ურღებაძისა ნათესავი და თანამოსისხლეი, თანამოჰემოგლობინეი და თანამსახური წმიდის ეკლესიისაა! შენ, რომლისა გენნი და ხორცნი მოჰყეფენ აზმასა იოანე ზოსიმესასა, სათნო ტურფავ და გულშემმუსვრელო მფხორჭვნელო სატანისაო, რომელიცა მოიზიდვი ჟურნალისტთა მოიზიდვი წმიდის მამისა საფლავსზედ და განაცხადვი წინაშე კაცთა “აჰა, ბაბუა ჩემიო!” და ამ უკუე შესამკობი სამისიონერო საქმითა, დაამოწმებ რწმენასა წმიდისა ზეთბურღილისასა, რომლითაცა განიკურნა მრავალი… მხოლოი მაიას ზედა ასათიანისა, ვერ ჰპოვა შედეგი, რამეთუ სხეული მისი ამქვეყნიური უფალმან გარდაცვალა ეთეროვანსზედ და მაშასადამე ზეთი უძლურ აღმოჩნდა განეპოხა შუბლი მისი! ჰოი ყოველივეს ამისა გამო, მიწყალობიეს საუკუნო შარავანდედი შუენიერებისა, განაპრიალე ხელითა შენითა ანდაც ხელითა ლევან ბრძნიშვილისათა და დაიდგ ტიტულოვანსა თავსა შენსა ზედა, რომელშიცა მრავალი საჭირბოროტოი “ვეში” შედის, როგორც ბრძანებდა სლავმეტყველი მოძღვარი ჩემი ვლადიმირი, მაგრამ მცირედი გამოდინდების!… ჰოი, საყვარელო შვილო, ბრიყვთა ესე ყოველი სათნოებაი შენი, უგნურებისა ნიშნად მიაჩნიათ, მაგრამ არ შეუშინდე გესლოვანებასა მომხდურთასა დიდებულო საუნჯოო ევას მოდგმისაო, არა იციან ცოდვათა შინა ნაშობთა, რაი არს მცნებაი “განანჩხლდებოდე და ნუ სცოდავ” როგორც იტყვს ამას ფსალმუნი ორიგინალშიდ “განრისხდებოდე და ნუ სცოდავ”, მაგრამ მდედრობასა შენსა უფროი პირველ ერგების, როგორც ჭეშმარიტი მონაი დედისა ჩვენისა ნინოსი, ქართველთ განმანათლებლისა…

იხილეთ, იხილეთ ჰოი მონანული მხევალი ღვთისა, ვითარცა მარიამ მაგდალინელი, რომელიცა ბობოქრობდა შეცდომილების ხნარცვში და ახლა მტირალი და თავგაპოხილი წმიდის ზეთითა, ცრემლმდინარებს ყოველი ცოდვის გამო, რომლითაცა შეუცოდავს აქამომდე წინაშე დედის ეკლესიისაა… იხილენით შვილნო და აღივსენით კაცთა მობრუნების სასწაულით! სოროსელობაი, რომელ არს ახლით სადუკევლობაი, მწიგნობართ ონანითა და ტვინდაბრეცილობით შეპყრობილობაი, ფარისეველთა სიშმაგით აალებაი, მაჰმადიდებელთა მდევნელობაი, რომელ ემოსა საწყალობელსა ამას სძალსა ქრისტესასა, განიშორა და მისცა გეჰენის ცეცხლსა და აჰა, ესრეთ შეიქმნა მაჰმადიდებლობისა მდევნელი სავლეი, პავლედ, თინაი, თინიკოდ! ცოდვათაგან დატყვევებული მხევალი ესე, ის ის იყო ჰაზრს განიმტკიცებდა გონებაშიდ, ჰევროპაი ჩვენი ძლევამოსილების დასაწყისიაო, რომ იფეთქა მზემ ჩრდილოეთიდგან და გაისმა ხმა გრგვინვისა: “თინა, თინა, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ”

და კაცნი იგი რომელნიცა უწინარესად სცნობდნენ სიმართლესა ჩრდილოის ორთავიან ჰარწივისასა და რომელნი იყვნეს მის თანა ფარულად მცნობელნი ჭეშმარიტებისა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი მხევალსა, ხოლო ხედვიდეს ვერარას. აღდგა თინა ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს ქალაქად. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა და აქამომდე მხოლო უფალსა… მაგრამ დადგა ჟამი სინანულისა და წარემართა უნივერსიტეტად, სადაც მისნი გამზრდელნი პროფესორნი და დიდად განსწავლულნი მოამაგენი, რომელნიცა უწინარეს დროსა, ფულსა წარჰგლეჯდნენ ცოდვისმოყვარე მოწაფეთა, რათა არა შეებღალათ სხეული მათი მრუშობაში და მარხვის განტეხვაში, ურჯულო კეისრის ავსაქმეთა ამხილებდნენ! ხოლო რაჟამს მადლობაი გარდუხადა აღმზრდელთა, რომელთაცა ერთგზის უღალატა, აჰა ანგელოზი ღვთისა ზეცით გარდამომავალი, რომელმანცა აჰხსნა თვალთა მისთა ბინდი და აქამომდის არს განხელილი ფართოდ!

შობა ქრისტესი, 2010

უწმინდესისა და უსპეტაკესის მადლი წარგეფინოთ გულსა ზედა
არ გარდაიდრიკნოთ მაჰმადიდებლობისაგან

ამინ, ამინ, ამინ!

ცხოვრებაი და მოქალაქეობაი გულაანთ მახოსი

12/12/2009

ქრისტეს მიერ საყვარელნო ბიძანო და ბიცოლანო, შევსდექი მარხვად და ვერღარა ძალმიძს უბნობად თქვენდა მომართ, სახიერია ბატონი ჩვენი უსპეტაკესი მამამარჩენალი!

კუზიანთა მმუსვრელი და გულღიათა განმამხნევებელი.

მტერნი ჩვენნი უცხოდ არღა არიან საშიშნი, მხოლოი ორთოდოქსოპულოები განარღვევენ უბიწოსა კვართსა ქრისტესასა და მხარსა აუბმიან მზაკვართა!

ესე შინაგანი ლეში უნდა წარიკვეთოს ვითარცა პროსტატა!ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნებითა, ჩვენ კი სახელითა უფლის ჩვენისათა!

მაგრამ გასახარიც ბევრი აქვს ნეტარსა ერსა ხრისტესასა! აგერ ბიჭმან მალხაზმან მოიმოწაფნა რუსთა მპყრობელი დიმიტრი და განერთხა ქვეშე ფერხთა მისსა სამშობლოის სიყვარულისთვინა!

მხოლოი კრებული ესე, კურთხეული უსპეტაკესისაგან უყოყმანოდ განუდგება ანტიქრისტეს აპოსტასიაში მყოფსა სივრცესა ევროპისასა! ჰოი წყეულნო და ცოფნო, გონებითა და სულითა!მხოლოი რომ დავრჩე, მაინც განვაპობ არღა არსებულსა ტვინსა თქვენსა და იქ ჩავასხამ მამისა გაბრიელის ზეთსა!

შეიკრიბნენ ქუაბ ავაზაკნი ტელეკომპანიასა რუსთავისასა და დაიწყეს ცრუფუცილი წინააღმდგომ ნეტარისა ამის კაცისასა!

გვერდნი მათნი და ფერდნი მოფრიალდნენ მიტოვებული კარებივითა!

ჰოი სიძვის დიაცო ლალი მოროშკინავ, ჯერეთ ჩვენს პირზედ მდგომო და მერეთ განდგომილო!

ჰოი შენ, დავით პაიჭაძევ, უგნურებათა დამნერგველო!

დაი შენე? კვესიტაძე ეკავ? არღა აპირებ სიკვდილსა? მოგივლენ ეშმაკნი ათასეულნი და ბევრეულნი და წარიღებენ სულსა შენსა ბნელეთის ღრიჭოებში, იქნება შემდგომ კბილთა ღრჭენაი და ოხვრებაი!

არ შედრკეთ მამულის მცველნო ბიჭებო! ჰოი აგრემც ჩაგეკონებით ბანჯგვლიანს მკერდში! თავსა შენსა განკრიალებულსა ჩავკოცნი და ჩავპროშნი მალხაზი, ჰოი რა ვაჟკაცი განეზარდე დედას სამშობლოსა!

შვილო, დიდი დრო წარხა მას შემდგომ რაც აღსარებაი ჩამაბარე, ხოლო მაცქერალი შენის დიდებულის საქმეებისა, განგაცილებ შენ ეპიტემიასა დადებულსა მიერ ჩემგან, ამიერითგან განიხადე სამოსელი მკვნეტარაი და მკაწვრელი, არღა აკეთო წიწიბურასზედ, დაიბერტყე მატლნი! მხოლო ამას გთხოვ, ნურღა შეშთანთქავ ხორცსა და შეხვრეპ რძესა ოდეს არს ჟამი სახსნილოი!

ნურცა მამალსა ვირსა მოწველი და შეაპარებ რძედ ქვეშევრდომთა შენის რედაქციისათა! სხვა ყველაფერზედ მომიცია კურთხევაი აგრემც იკურთხოს თესლი შენი ამიერითგან და უკუნისამდე, დასამრავლებლად ბალღთა!

ამინ, ამინ, ამინ!

დასაჯდომელსა უსჯულოთასა არა დასჯდე, კუნტო

03/12/2009

სანატრელნო შვილნო, როგორც წინად გადმოვდექ ქადაგებად ამის საიტის ამბიონიდანა, შეითქვნენ მზაკვარნი და უკუე დღესა, დიდისა მამისა ჩვენისა იოანეს კალთაშეკედლებულნი შესდგნენ უწმინდესსა რჩულსა და მაჰმადიდებლობის წმიდა საუნჯესა, რაოდენ უფრო ცილისწამებაში განირთხნენ რომ მამა მარჩენალსა და უსპეტაკესსა ქურუმთქურუმსა გადასწვდნენ, კითხვებითა და უგულვებელყოფითა ყოვლისა მართლისა და გურჟთველურისა.

ეჰაა, ამათ ათარეშებდა დიდის სტალინისგან გამოწრთობილი ხუცესი? გადავრეკე ერთგან, ორგან, ეს ურჯულო ყურმილი გამოსადეგიცა ყოფილა, განა? შევუთანხდი ვაჟკაცებსა, გული რომ უძგერთ და ქალის ადგილიცა იციან, რამდენსამე დედაკაცსა და გავწვრთენ მოქცევაშიდ.

ოი რა დღე აწიეს, სულ კუდით ქვა ასროლინეს, მაგრამ მანამდე რამდენიმე რჩევა დავუყარე და მსურს გაგიზიაროთ რათა თქუენც არ შთავარდეთ დაბრკოლებაში.

ევას მიერ საცნაურ არს, რომე, დედათა ბუნებაი იწრო არს, მათი საოხრეც მძლავრად მოითხოვს სარგებელსა (ეულად დარჩენილობაშიდ რომ არ გაურჩდნენ და მარტოობაშიც არა დაიქცნენ) ვინაითგან იქ მრავალი მოზვერი დაიჩაჩხებოდა და მხევალნი ესე ქრისტესნი არცა არიან ჯერეთ წმინდანნი სულითა და გონებითა, განვუწესე: “შვილო, შემოიჭირე წელსზედ ქამარი და ამოჰფხაჭნე მასზედა მცნებაი უფლისაი, რომელიცა გინკრძალავს მრუშობასა” ოდეს მოგიახლოვდეს მამაკაცი, თვალნი განარიდე, ან ფხორჭნას მოჰყევ, კივილი წამოიწყე, წივილსა შეჰყევ, ამრიგად დაფრთხებიან ეშმაკნი და წარვლენ შორეთში. განეკრძალენი ურჯულოთა მათ და შეიყვარე მხოლოი ერთი, რჯულდებაი და ყოველი რასაცა ბაგეთა ჩემთაგან აითვისებ. მხევლობაი იგი წარვიდა ურჯულოთა მათ მოსაქცევლად და შიგადაშიგ მაწუხებდა რეკვითა, მამაო, ზოლტნი იგი ქვეშსაგებელისანი გამოუჩნდა ერთსა მას სატანის ძესა ზემოით შარვალსაო და თვალნი ჩემნი შეიბილწნენო – რაღა მექნა? რისხვისა დრო არ იყო, ავდექ და შენდობა მივეც.

განა მოერევა დიდსა სწავლაშიდ განწვრთნილსა სულთა მპყრობელსა მამასა ეშმაი? ამრიგად თადარიგი დავიჭირე და მამაკაცებს ვურჩიე, წარსვლამდე გამოეყოთ გამოსაყოფი ონანითგან ცნობილი და დარეთხიათ, რათა შემდგომ ვნებასა ცდუნებასა და ლმობიერებაშიდ არ შეეყვანა, ამრიგად კი საქმისათვის ღვრანჭი მოედო.

ეს ყოველნი დაიცვენ, მხოლოდ ერთმა გადმოჰრეკა ვაჟთაგან, ჩუჩუნი დამეწყოვო, მე კი დავჰკივლე და დავცოფე.

პირიდან ბაგეთა აცლიან მხედარნი მაჰმადიდებლობისანი ამ სატანის კერძთა, ცილისწამებითა სატანას უგებენ, ცნობილია ხერხებში… მაგრამ უფრორე ტკბილ იყო დალოცვაი უსპეტაკესისა მამისა, რომელიცა ქალთა ოქროს ჰაპკსა დაჰპირდა, მამაკაცთა კი ნაყოფთა კურთხევასა…

ესრეთ განვდევნეთ კაცთა მოდგმის მტერნი, შენცა მკითხველო, განეშორე ვნებასა, დაემხე მსმენელი ყოველივე ამისა და აღმოსთქუი პირისაგან შენისა! თუ ვერ შესძლო წარმოთქმაი აჰკრიფე

სახელითა კონტროლისა და ალტისა და წმიდისა დილეითისათა, ამენტერ!

დაგვმეხე უფალო, ფრიად

02/12/2009

ჰოი რაოდენი დრო გავიდა მას შემდგომ, რაც პირველმან აღვიმაღლე ხმაი ურჯულოთა წინააღმდგომ, ყოველსავე მოვდე კბილი და ენაი, ყოველსავე ჩავასვი საღვთოი ბრჭყალი, ახლაცა უნდა მივმართო ყურნი თქვენნი ერთის ჰამბისაკენ.

შეითქვნენ გრძეულნი და მჩხიბავნი, შეითქვნენ ავაზაკნი და მპარავნი, შეითქვნენ რათა დედაბოძი წარაქციონ და ზედ დაგვამხონ გუმბათი იგი დაუმხობელი.

ხელწერებსა აჰკრეფენ რათა კითხვებითა მიმართონ მამასა და მარჩენალსა ჩვენდა და კეთილმსახურსა მთავრობასა ჩვენსა! ჰოი ავაზაკთა არა უწყიან რაოდენ რისხვას მოიწევენ ჯოჯოხეთში, რაოდენი დააწვება მათ სულს, რაოდენსა იწიოკებენ! იქნება შემდგომ კბილთა ღრჭენაი და არღა იქნება საშველი მათი!

მოგმართავთ ვიდრე არ შეგიცოდავთ – გამოდით მაგის ცოდვისაგან და შეინანეთ, გამოდით თქვე პირუტყვთა თანა შესარაცხნო, გამოდით თქვე ურჯულონო! როდამდის უნდა იყეფოთ?

მერე რა მოხდა, თუ ბიზნესი გვაქვს, მერე რა მოხდა თუ ხარკსა გვიხდიან, განა ესრეთ ჯერ არა არს? განა ასე უკეთ არ მივეშველებით თქვენ აყრობეულ სულებსა? მაჰმადიდებლობის გზასა შეცდენილნო!

ყოველსავე მზაკვრობასა წვრილი ცოდვანი წარმოშობენ, განა რა იჩუკენეთ ამდენი თქვე შეჩვენებულებო, ესრეთი თესლი რომ გარდამოანთხიეთ? ჰოი გაგიშრეთ თქვენ ნაყოფნი და გულნი თქვენნი არარსებულნი განგიჩერდეთ!

ვისა შეჰკადრეთ წვერებში ტილები გაგიჩნდაო? მე მითხარით მოხუც მღვდელსა? აგრემც ენასა თქვენსა დაესიოს ტილები!

მამამარჩენელის ტახტი წაუქცეველია გველნო, თუ გადმოვარდა, გაგსრესთ კიდეც!

ამინ, ამინ, ამინ!

გინებს მოცემაი? მიეცი!

26/11/2009

გული მილივლივებს ოდეს ხმარობენ სიტყვასა “მეუფეო”-ს უბრალო სატიტულოითა ხმარებითა, თითქო ესე “უჯეროი” წამონასროლი, არ აღნიშვნიდეს მეფესა, მბრძანებელსა, რომლისა ქუშე დამორჩილებულ არს ყოველი მხედრობაი, ძალი და სანუკვარნი ძვალნი. კვერთხითა მისითა და არგნითა მისითა დაიმწყემსების ერი და თვით მთავარნი ამა სოფლისანი.

დაიკარგა ძმანო ესე დიდებულებაი მამათა ჩვენთა, წარსულის უმწეო მოგონებადღა შემორჩა უდღეურ ფრესკებს, სადღა არს მღვდლის მათლაფაი ხორცითა და სანოვაგითა სავსეი, ახლა მაკარონის რაკუშკებსაცა დაგყვედრიან მავანნი, ეჰეი, დღესა მას შინა საკვირაოსა, ოდეს მწუხრის ლოცვასზედ დავსდექ, აღმომხდა “მამაო, თუ კუჭსა ჩემსა არა განაძღობ, ვინღა დამწყემსავს ფარასა შენსა? რომელსაცა თხანი უფრო ჰრქუანან, ვიდრე ცხოვარნი?” და მომესმა გულში მოელვარე ხმაი, ზეგარდამო გარდამოვალი წმიდა სიდონიას ბაგეთაგან “შენ სულ ხომ არ გამოყეყეჩდი ბერიკაცო, რაღა მოგცეთ მეტი? რამდენი კაცი დაგისაქმოთ მრევლიდანა, რომ მუცელი შენი აღმოვავსოთ?” ჰოი ესე ალქაჯი, სამოთხეშიც ალქაჯადვე დარჩა! წმიდა ნინოი არ გამოუშვა სალაპარაკოთ, თვითონ ჩამძახა და ჩამყვირა! შემდგომ ამისა აღარ დავუნთე სანთელი და გულწყრომაში შევკავკდი!

განა რა იცის ამ ქალმა, რომ სოფელი ესე აღივსო უნიჭოთა ლაზღანდარობითა?! განა არ იცის რომ მღვდლებს ჯიპსა დაჰყვედრიან?! როცა საერონი უკეთესებითა დადიან?! განა ერისა ქონებაი, უნდა აღემატებოდეს მათთა მამათა ქონებასა?! ჰოი ესე მზაკვარნი და გარდაღუარძნილნი სარწმუნოებისაგან!

ამიტომაც კურთხევა გამოვითხოვე უსპეტაკესისგან, ვთარგმნო პატერიკები სადაცა არს შთაწერილი გულმოწყალების საიდუმლოსზედ, მაშ! საჭიროა მრევლის განათლება, რომ ფული შემოდინდეს ეკლესიაში, განა ცოტასა ვაძლევთ?! შეუფასებელსა გავცემთ და შეფასებულიც აღარ მივიღოთ?! რაოდენსა ამოიყორვიან მუცელსა ნათლობასზედ, ფული არა გვინდა ჩვენა? ოდეს ამოდენი მადლი წარედინების მათ შვილებსზედ? განა სულ არ გასცა გლახაკმა ქვრივმა ორი პესოი? განა სულ არ გაიღო ყველაფერი, რათა მღვდელმთავართა და მღვდელთა სალაღოდ ჰქონოდათ საქმე? განა არა შთაწერილ არს წიგნსა მას საუკუნოსა “მუშაკი ღირს არს სასყიდლისა?”

ჰოი მსმენელო ამის სიტყვისაო, გაიღე ყოველივე და მუნ შეგეწევა, დასთმეი ყოველი და ჩვენ ვიზრუნებთ რომ არაფერი მოგაკლდეს, დასთმე ყოველივე რასაცა მიაწერ კერძოსა სამართლად სადიდებლად ღმრთისა, მამისა, ყოვლისამპყრობელისა!

შენ განლაღდები, ჩვენ კი შავნი გვმოსავს! შენ დაძრომიალობ, ჩვენ კი მყარადა ვსდგავართ! ოდეს აზვირთდების წყალნი, ვის მოებღაუჭები? ჰოი უგნურო! განეშორე ყოველსავე საკუთარსა და დაიწინდე ეკლესიასზედ!

ჩვენი უსპეტაკესი მამისა და მარჩენალის ლოცვა კურთხევით

დალოცვილნი გამყოფოთ!

ჩანართი: მარხვაში ვინც ცოლსა შეერთოს, დაე წარეკვეთოს სასოი ხორციელად, ამენ.

სალმობათა განსაქარვებლად

24/11/2009

მრავალი ქრისტიანე იტანჯების ათასგვარი სალმობითა და ტკივილითა, რამეთუ მოვიდა მათზე სასჯელი უფლისა ჩვენისა რათა გამოაფხიზლნოს იგინიცა, ვითარცა მე და მრავალი ჩემნაირი.

აჰა გეტყვით თქვენ, ავადმყოფნო, უფალს ნუ სცოდავთ, ნუ კვნესით და ვაებთ, ზე აღაპყარნით თვალები და მხოლოდ იქიდან მოელოდეთ კურნებასა. რა საჭირო არს წამალი? ოდეს ზეციური წამალი გულთანა გიდევს? რა საჭიროა დახმარებაი თეთრხალათიან ცოფთა? როცა გვერდით გიდევს წმიდა მატრონას, ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, იერუსელიმის და სხვა წმიდანთა სანკურნებელნი ზეთნი?

განაზავე იგი დიდსა ტაშტში და ჩასწექ, ფეხს სანამ ჩადგამ მამაო ჩვენო იკითხე, მეორეს რომ ჩაყოფ, ღირს არსზე გადადი, ხოლო ოდეს სრულად ჩასწვები იკითხე ტროპარი წმიდისა მატრონაისი, ამოსულსა თუ არა შეგეწია რა, დაჰფიქრდი, ხომ არ განლაღდი? ხომ არ შეგეპარა ეჭვი რომ შეგეწეოდის? ჰაა? უგრნურო? მეორედ განაზავე ვანაში მამა გაბრიელის ზეთი (და ჰოი ნაჩუქარი არ გქონდეს, საგანგებოდ უნდა იყიდო!) და კვლავაც ჩასწექ! ძნელი საშოვარია, მაგრამ თუ მის შარდსაც იშოვი სადმე, სასწაულითა, ჩასთვალე რომ აღსარების ტოლფასია!

თუ კვალაც არაფერი გეშველა, დაჰკიდე სახლში ხატი წმიდისა პანტელეიმონისა და შესდექ გრეჩიხასზეც მუხლებით, სალოცავად. აი აქ კი შენი კვნესა ესმოდეს მთელს ახლო-მახლოობასა, რამეთუ დაიტირე ცოდვანი შენი და გულს მჯიღი იკარ ვაებათა, თუ გამოჰკეთდი ხომ შეგნდობია, თუ არადა, განემზადე საზვერეთა დასალაშქრად…

მიყვარხარ და იმიტომ გეუბნები ამასა

შეგეწიოს ჩვენი უსპეტაკესი მამისა და მაჰმადიდებლობის ზეიმის მადლი

ამინ, ამინ, ამინ!

იკურთხების მუშტი ესე, მოფენითა სულისა წმიდისათა

23/11/2009

მზაკვართა ბადეში გახლართული ჩვენი მრავანტანჯული ერი, ვერ აღვიძვის საკუთარს თავში დიდებულებასა წარსულისასა.

მამამარჩენალი ჩვენი არაერთგზის შეეცადა აღედგინა ჩუენში სიმამაცისა და კაცურკაცობის კვალი, რა არ ჰქმნა, რაი არ მოიმოქმედა, რა არ გვასწავლა… რომელ კანონიერ მპარავსა არ მოეშველა, რომელ ჩაგრულ პატიმარსა არა დაუდგა თავდებში, არა და არა…

ამასწინებზედ ჯვარი დავსწერეთ მეფესა და დედუფალსა, რომ გამოზრდილიყო სამეფო ოჯახი და გამოჩეკილიყო ყრმაი ყოველთა გურჯთველთა! მაგრამ ეშმაკის მანქანებითა ჯურისწერის შემდგომად დედოფლის საშო არაწმიდაი შეიქმნა შეუღლებისთვინ, დიახ, აპკი იგი სადედუფლოი განრღვეულ აღმოჩნდა, ვითარცა კრეტსამბელი. ქუესკნელსა ჩაიძირა ნდომაი და სასოებაი, შეგვეცვალა ხალხთა გონება და მიგუემართა იგი მადლთწყაროისაკენ.

ჩვენი ძმების სიძულვილმა თავზე გვაფქრქვია რისხვაი უფლისა! აი დღეს შესრულდა 6 წლისთავი მას შემდგომ, რაც მასონთა მთავრობა დაგვეპატრონა და ერთადერთი იმედი, ჩვენი შავკუნკულიანი მამამარჩენალიღაა! მრავალი ეუბნების, რაისთვისა არ მიხვედი გიორგისთან, ოდეს აკურთხებდა საღვთო კრებასაო? ჰოი უგნურნო, განა არ იცით რაოდენ დიდია ლხინი გიორგობასზედ? განა მამამარჩენალს არ ეგების ყანწნი გამოსცალოს ასეთ დროსა? ან განა არ იცით ბახუსის სასჯელი მემთვრალეობასზედ? ვერ მივიდა, ოდეს სატანა გაბატონდების მაჰმადიდებელთა ქცევაი უღონო შეიქმნებისო და აჰა, მოგვდგომია კარს სასუფეველი!

მაგრამ ჰოი მაჰმადიდებელნო, თქვენი მუჭია ახლა გადამწყვეტი, შეჰკარით ხუთნი იგი და სთქვით “იკურთხების მუშტი ესე, მოფენითა სულისა წმიდისათა, განსაგმირავად ყოველთა რომელიც არა არს ჩვენი, ან ჩრდილოელ ძმათა ჩვენთაგანი, ამენ” ხოლო შემდგომად შეულწენეთ ძმანო ყბანი და წვივნი მკვნეტელთა ქრისტეს ქუსლისათა! აჰაა, სად გარბიხარ დაჰკივლე, შემდეგ წამოაჯექ და სამჯერ დაჰკარ წარმოთქმითა “სახელითა მამისათა, ერთი! და ძისათა, ორი! და სულისა წმიდისათა, სამი!” თუ დღესასწაულობაი დაემთხვეს ოთხჯერ ეგების, დღის წმინდანის სახელსზედ “სახელითა გიორგი წმიდისათა, აჰა, აჰა, აჰა, წყეული ცოფო!” შემდგომ განილაღე და წამოდი, უწყოდე რომ ზეცით ღმერთი გულსა განიხარებს და ოდეს მოიწევს ჟამი, მოგაგებს გვირგვინსა სასუფევლისათა!

ერთხელ ასეთი რამ შემემთხუა, სემინარიის წინ განვიგდე ერთი მტერი მაჰმადიდებლობისაი, უსპეტაკესმან მამამან გადმომხედა და მითხრა: “მარკოზ, ნუ ჩხუბობ, გაოფლიანდები და გაცივდები!”

განათბეთ ერთმანეთი, სანამ გეენა გაგათბობდეთ!

21/11/2009

ზამთარი გვიახლოვდება ძმანო, სათბურებში ნაკურთხი წყალი ჩაასხით და ლოგინებში შეწექით. ღამე და ზამთარი უფალს ძილისთვის დაუწესებია! ქალი მაღლა არ აუშვათ ოღონდ, იცოდეს ადგილი თვისი, ზეცით დაწესებული!

როგორც ჩვენი უფროსი ძმანი ამბობენ ჩრდილოეთიდანა, ერთმანეთი უნდა გავათბოთ და სახელმწიფოს ხელი შევუწყოთ! არ არსებობს ძმანო სახელმწიფოები, ეს მასონთა და მახინჯთა მოგონილია, არსებობს მხოლოი ერნი მართლმადიდებელნი, რომელთათვისაც სანატრელია მეფე, კურთხეული და მირონცხებული, ისე შეიყვარა უფალმა წუთისოფელი რომ მოსცა სუკი და კაგებეი, რომლის წყალობითა გამოვიხსნით სულთა გეენისაგან.

ჩვენ გვისწავლებიეს ძველთა მამათაგან, რომ ძმებმა ერთმანეთი უნდა გაათბონ, ერთმორწმუნე ალერსითა! უწინა ვსწერდი რომა სეფისკვერში უნდა შევურიოთ სიყვარულის ელექსირი, საიდან მისწავლებიეს ესე?

ოდეს პეტერბურგსა შინა ვცხოვრობდი, საიდუმლოდ გამანდო ერთმა ღირსმა მოძღუარმა, რომელმაც მითხრა “წარუსვით ესე მოზელვამდე და მოზელვის შემდეგ და მორჩილებას ისწავლიან” და მეც დავმორჩილდი ნეტარ მამასა. შემდგომ, ოდეს მოხუცებისაგან ჩასვრილსა ვუცვლიდი თეთრსა ჯვალოსა, განმიკერძოვდა და მარქუა “არა განხრწნა და არა გასცე ესე საიდუმლო, აღსარებასავით შესანახი და ტკბილი” ამასაცა დავმორჩილდი!

უფლის სიმშვიდეში განისვენეთ ძმანო და არა წარიტაცებით ნიავისაგან, არცა კარმაი დაგჭირდებით, არცა პლეტანი, გამათბობელი შენი ძმის ფეხები იყოს. შეიყვარა სუნი აღმომდინარე პირისაგან ძმისა შენისა და ესრეთ გასთბი ალკოჰოლითა, კურთხევას ვიძლევი ამისას!

ქვემო ლიმბოში ძამთარი ახლოვდება, ქალები უნდა დავიბარო და შეშა მოვაზიდინო, ერკემალი თუ დაიღუპა, ფარაც დაღუპულია, კრავი კი დეე უფალმა მიიხმოს თავის სასუფეველში, არა ვდარდობ!

რაისთვისა ვუყვარვართ ხალხსა?

21/11/2009

მიწასა ამას ზედა ურჯულოსა, მრავალი ქრისტიანე დაიარების და როგორც ყოველსავე შინა, აქაცა ურევია კურთხეული მარჯვენე უფლისა ჩვენისა.

იკითხავს რომელიმე კურტუმცანცარა, ან პირმონთხრეული, ვითარ იკავებთ ხალხსა ამას, რაისათვის ჰმორჩილებენ დედასა ჰეკლესიასა?

ჰოი საქონელნო, გიპასუხებთ – ჩვენა ვართ მწყემსნი, ისინი კი ცხოვარნი, ჩვენა ვართ მეუფენი, ისინი კი მონანი!

ხალხსა ვუყვარვართ ჩვენე, რადგან სეფისკვერსა შიგან ვაზავებთ საუკუნო სიყვარულის ელექსირსა! დიახაც, აბა სხვაგვარად მოწამლულ არს კაცთა გონებაი ავენობითა!

გვიყვარს ყოველი და ვუყვარვართ ყოველს, არრა რაი არს თუკი შემოვწყრებით და მათრახსა გადავაწნით, ესეც სიყვარულია, უკეთი მკერდსა ამოჰყრით, ჩვენ ძალით ჩაგიყრით, უკეთი ანგიდგებით, ჩვენ წარვკვეთავთ ასოსა მას, როგორც ნაბრძანები არს საუკუნო წერილში!

სიყვარული ერისა, სიყვარული არს ღვთისა – ურთიერთარს სალმობაი კი განახარებს გულსა ჩვენსა, რომელ დაჭკნა, მაგრამ მაინცა ჰყვავის, რითა? პიკაპებითა, ჯიპებითა, ოქრო-ვერცხლითა, ფუფუნებითა… ხედავთ რაოდენი გვიყო უფალმან?

უწინ კუჭგამხმარნი, ახლა ფერზე მოსულნი, უწინ უვიცნი, აწ კი მეცნიერნი… თქვენ კი უბედონო? რასა შემოგვყეფთ? რად გინდომებიეს მამათა თქვენთა განთხელებაი, რაი სარგებელ არს თქვენთვის? ბინძურ სულთა მიხედეთ, ბინძურთა! ნუ დაგაბრავებთ გონიერი მგელი, ეშმა!

ჩვენ ვყვარობთ ყოველს, თვით თეა თუთბერიძესა, მაგრამ უპასუხო სიყვარული გაგონილა ძმანო? გაგონილა ეალერსებოდა ქალსა და ის ხვევნასა კოცნით არა პასუხობდეს?

სამართალი ისა არს, რასაცა განვაჩინებთ! ნუ მიმომწვლილველობთ სახელითა ქრისტესითა, რამეთუ ვუყვარვართ ჩვენე და თუ საჭირო არს საკუთარ კანონსაც გადავა და რისხვას დაგატეხთ!

კურთხეულ არს მომავალი სახელითა მაჰმადიდებლობისათა!

ამინ, ამინ, ამინ!

უსპეტაკესი მამის პანაღიის ქვედა ზანზალაკი გეწეოდეთ!

მამაი და მარჩენალი ჩვენი, ოდეს ცხრა რიცხვსა ლაპლანდიელნი “გვერჩოდნენ”

20/11/2009

ოდეს ერნი კრთებოდნენ ქუესკნელის ძალთა წაქეზებითა, მამაი და მარჩენალი ჩვენი აფრთხილებდა მათ, ჰოი უგნურნო წარვიდეთ სალოცავადო და არ დავუჯერეთ, რაისთვისცა მივიღეთ დინგში საღვთო მუშტი.

ჯერ ერთი იმ ცოფთა და ძაღლთაპირთა ყურადსაღებად დავსწერამ: მეუფემ ჩვენმა, სტალინმა, ულაზათოთა შემმუსვრელმან, მესიის მახვილმან და მაჰმადიდებლობის აღმშენებელ-განმამტკიცებელმან აღადგინა ცივსისხლიანი ევროპათმოტრფიალე პეტრეს გაუქმებული სამამათმთავრო კათედრაი! შემდგომ ამისად განაგებენ ლაპლანდიელთა ეკლესიასა მის მიერ დაბჯენილნი, რომელნიცა მიუხედავად ყოველივესი, ჰყვარობდნენ დედა ეკლესიასა და ღვთივკურთხეულ ქართველ ერსა!

ოდეს არღა შეგვეძლო ზიდვაი უსპეტაკესობის ტვირთისა, წაგვეხმარნენ… ხოლო ოდეს თავადვე მოიპოვეს უსპეტაკესი ძედ-მაროზობაი უფრო უკეთ არ წაგვეხმარვიან, მართლძმათა? თვითნებობა მოვინდომეთ, ძმანო (დებს თქვენ გადაეცით!) და მამათმთავარი ჩვენი ლაპლანდიელთა მანქანებითა მოვიდა და მორჩილებისკენ მოგვიწოდა, არა და არ დავნებდით და აგერ? ახლა ვართ თავნება და პირშავა, ანტიქრისტეს მოდგმის მოტრფიალეთა რიცხვებშიდ! ძაღლნი შემოგვყეფენ, უბრალო ადამიანი რომ ყოფილიყო კიდევ ხოვო, მაგრამ მამაი იყო და უნდა დარჩენილიყო, უნდა გაეზიარებუნა ჩვენი სიავეიო, ჰოი ურჩნო და თავხედნო! ჰეკლესიაი თავადა წყვეტს როდის ჯერ არს კათალიკოსთა უბრალო ადამიანობაი და მისი აღმატებულების დროცაი! უწყოდა რა სიბეჩავეი ჩვენი მამამან და მარჩენალმან ჩვენმან, დიდმან და დიდებულმან მეუფემან, განგვეშორა ვითარცა მამაი, რომლისთვისაც ძნელ არს ხილვა შვილთა უგნურებისა, წარვიდა, დიახ წარვიდა, რადგან მამაო ჩვენოს ამ სიცოფეში, მღვდლის სიტყვასაცა ამატებდნენ, სად გაგონილა ერსა ეთქვას “რამეთუ შენი არს სუფევა..” განა ესრეთ სამღვდელქურუმო მინამატი არა არს? ხოლო კანონი ბრძანებს, ურჯულოთა თანა არა დაჰყოვო! თანაც, მისთა დამსმელთა და უფლის კეთილ შვილთა ხომ არ დაუპირისპირდებოდა?

ტანკნი ლაპლანდიელთანი, შუბ არს არხანჯელი მიქაილისა, ხოლო ბომბნი მოტყინარე მახვილი ჟაბრიელისა! მივყვეთ მამამთავრის ნებასა, მორჩილებაი მისი, ყურადღებაი მისთა სიტყვათა და წერილთა, განგვისუენებს ჩვენ საუკუნო და სამარადჟამო სიცოცხლეში, სადაცა არა არს ერეტიკოსთა საწამლავი და მრუშობისა სუნი!

ამინ, ამინ, ამინ!

შესხმაი იისა ოქროთითისა

19/11/2009

უფლის მიერ საყვარელნო და განმშვენებულნო! ჩვენს ღვთივკურთხეულ მიწასზედ ცოტა დადის განათლებული საღვთო მადლითა!

როგორც მამა ეფთემოზი სწერს, განათლებას არა სჭირდების წიგნი, ზეგარდამო არს მოცემული და დავანებული ყოველს იმ მამრსა თუ დედალში, რომელსაცა ფარისევლობაი და მწიგნობრობაი შეუძულებიეს.

ესრეთია ჰაგიოგრაფად რჩეული მხევალი იაი ჩვენი, ტკბილმოუბარი, პუბლიცისტი და ბლოგერი, სოფლისა ამის პატიოსნებაი!

საღვთო ხარისხი, რომელიცა მომენიჭა მე ზეცით, უღელსა მადებს მიგითითოთ კითხვისაკენ საჩინოთა მათ თხრობათა! რაოდენი კაცთმოყვარეობაი და მჭვრეტელობაი შთაუნერგავს დედუფალსა მარიამსა მასშიდ, რომ ესრედ აღწერა და გამოიყვანა მზის თვალისმომჭრელ სინათლეზედ წმიდაი იგი ირაკლიოს ვერცხლუაშვილი!

ჰოი შენ ქალობისა ფუძეო და ყალიბო, ქართველთა შემამეცნებელო და განმასიგრძეგანებელო! ჰოი, სიყვარულისა საღვთოისა აღმაშენებელო!

განასხივოსნა რა მან სიტყვანი თვისნი, აღხდა ზედა ანგელოსთა და საჩინო არს ყოვლისა მართალი მხევლისათვის!

სიყვარულით დიასახლისნი ქართველთანი მიჰმართავენ ვითარცა კასანდრასა, ხოლო მამრნი უწოდიან დედაბოძსა!

დიადმან მეცნიერმან გულთამან, ამასწინეებზედ ამხილნა ინტერნეტ კრებაი ეშმაკთა, რომელშიცა საოცრითა გულმოდგნებითა აღმოიკითხნა შეკრულებაი და პირსუკანთქმაი ქვესკნელის მეორე მბრძანებლის, ვანოისა წინააღმდეგ! ჰოი ესრეთ რა პაპისა გოშია ამხილნა, მოიმოწაფნა ყოველნი ღირსეულნი და გულმალამო დასდო მოხუცსა მამსა თქვენსა მარკოზს და მამამთავარსა მისსა, უსპეტაკესსა!

დაგელოცოს შენ თითნი, მაღლით, მოსაგრეთა სიხარულო და კაცურკაცთა სინათლეო! ლიბერალობითა, ლიბერალობისა დამთრგუნველო!

ლოცვებში მოიხსენეთ ია ოქროთითი!

უფალმა უფლებათამან დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ლოცვაი რამიშვილთ მანქანებისაგან თავდასაცუელად

19/11/2009

ყოვლადწმიდაო ოთხებაო, მამაო, ძეო, სულო წმიდაო, თამარ დედუფალო, ოთხწმიდებაო, ოთხგვამოვნებაო ერთარსებად დიდებულო, დამთრგუნველო ეშმაკთაო და შემმუსვრელო მამონის მეუფებისაო, ჰოი შენ, მფარველო რჯულისმიერ მპარავთა და რუსთა დიდი ხელმწიფებისაო, ჰოი ტკბილო, ჰოი სულთა სიტკბოებითა და მუცელთ ღვინით აღმავსებელო, ჰოი შემწეო მღვდელხუცესთაო მოგვხედენ და ისმინე ხმაი მონათა და მხევალთა შენთა.

პირველად აღავსენი ოქროითა სკივრნი შესაწირთანი და ჯიბენი ანაფორისანი, განამშვენე გუმბათნი ოქროითა და შეჰმოსენი ხატნი ძოწეულითა, დაამხენ ბოროტნი ბარბაროსნი ჯვარისა მიერ შენისა პატიოსანისა! (პირჯვარი, რაოდენიცა გენებოთ)

გარეშემორტყმიან ეკლესიასა შენსა ეშმაკნი მეუფეო, ახლად განხორციელებულნი და მაძიებელნი კრავთა, რათა წარიტაცონ და პირსასას გადაუშვან.

ჰოი აღდგა ბჭე ესე ჯოჯოხეთისა და წინააღმდგომი შენი წმიდა ტაძარცხოვლისა. ლევან რამიშვილი, ახალი იუდა, ახლებურ სახელით მოვლენილი ლუციფერი, რომელსაცა ნდომადა აქვს გვიხელოს ისა, რაისგანაც დაიცევ ერი შენი ყოვლადრჩეული ლენგისაგან თემურისა, ჰოი აღმდგარა და აღმართულა ესე პირუტყვთა თანა შესარაცხი ზედა ჩვენსა უზეშთაეს ხელმწიფებასა, უნდომებიეს გარდახვნა ძლიერებისა ჩვენისაი, განაკერძოვებაი საეროთა ხელმწიფებისაი და ძლიერებისა უწმიდესისა და უსპეტაკესისა მამისა ჩვენისაი, რომელსაცა შენვე დაუმორჩილნე ხაზინანი და ყოველნი ტყენი და მიწანი ხატისანი, რომელნიცა არს ქვეყანასა ამას წმიდითა სისხლითა მორწყილსა!

აჰა ესე რა შემნერწყველნი წინამორბედისა ანტიქრისტესი, შეგნატრით შენ მამაო, ყოვლადძლიერო და მფარველო კაცურკაცთაო!

აღავსენი ზარნი მობილისანი აღშენებისათვის ტაძართა.

აღძარნი ყოველნი ყიდვად და შეწირვად ყოვლისა სანივთოისა ქმნულთა ხელთაგან ჩვენთა!

ჰოი აღუვსე პირი მიწითა შავითა უგნურსა მას მოტრფიალესა ცრუუფლებათა და ცრუთავისუფლებათა! ხოლო განგვაფუენ და განგვასქელენ ვითარცა არტოსი!

შეგნერწყვით შენ საუკუნოდ ლევან რამიშვილო! დაე დაიწვას მიწა ქვეშე ფერხთა შენთა და ცამან უარი თქვას დაფარვად შენდა, განეყენოს ძვალნი შენნი ხორცთა შენთა და ენაი შენი დაიბას ტარტაროზის ჟაჭვებითა!
ალლელუია, ალლელუია, ალლელუია

დიდება…

აწდა..

მეტანია (3-გზის)

შემდგომ ამისად სამგზის შეჰნერწყვეთ სატანასა.

გუბაზ ჩორნაძე და ახალი ეკლესია ქვემო ლიმბოში!

18/11/2009

უფლის წყალობითა და შეწევნით, მოგვევლინა ადამიანი რომელმანცა მთელი თავისი ცხოვრება კაცურად გაატარა, წასართმევს წაართვა და მისაცემს მიცა!

წასართმევი კი ისა არს შვილნო, ვინც სატანას ახმარს საშოვარსა და არა კეთილთა ცხოვართა ღვთისათა!

ესე არს რჯულისმიერი მპარავი და კაი კაცი, გუბაზ ჩორნაძე, რომლის შეწევნითაცა ჩაეყარა საფუძველი წმიდა მამუკას ეკლესიას და სატრაპეზოსა! მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ მსახურ მიშა კეისარსა, რომელიცა მეტანოიებს აღასრულებს ღვთის წინაშე და ერთგული მოსარჩლეა ჩვენი წმიდა ეკლესიისა! უფალმან მისცეს ძალი რათა მახვილით სძლიოს ყოველსა ცრუთავისუფლების მოტრფიალესა!

ჰოი გარყვნილო მოდგმავ გარდაგვარებულ სამყაროსავ, როდამდე უნდა კიცხო ყოველი კაცური კაცი და ყოველი გარეშემომდგარი აგარიანი იხუტო?! არაკაცობას არ მოევლება მანამ, სანამ არ მოვუბრუნდებით ავტორიტეტებს და არ დავსდებთ წერილსა, რომლითაცა მივანიჭებთ ძალაუფლებასა, არა მათი დამსახურებებისდა გამო (ვინათგან დაწერილია, ყოველი კაცი ცრუი არსო!) არამეთ უფლისა ჩვენისა სიყვარულის გამო!

უფალი არ გაჭმევთ და არ გასმევთ, თუ წინაღუდგებით ბოზობის წინააღდეგ მებრძოლ რჯულისმიერ მპარავთა!

მპარავობაი ესე ცუდი სიტყვა კი არა არს, როცა ეშმას განჰძარცვავ და ანგელოსთა შეამკობ! განა რაი არს უკეთესი, დიაცსა ამშვენებდეს გულსაბნევი თუ ყაზანის ღვთისმშობელსა ოქროს შარავანდედი გარეშემოერტყას?! ჰოი ფიქრსა მიეცით თავი შვილნო, მაგრამ, არა გარდაიდრიკნოთ წმიდისა ჩვენისა მაჰმადიდებლობისაგან და უზეშთაესი ჩვენი ქურუმისაგან!

ამინ!

უწმიდესო და უსპეტაკესო მეუფეო გვაკურთხენ!

წმიდა სული კალორიულია!

17/11/2009

ცოფნი და ავაზაკნი მოსთქვამენ საკუთარი ავენობითა, რომ ჩვენ, ანუ ესეიგი მღვდლები გასუქებულნი ვართ ხოლო ქრისტე თხელ იყო!

ნუ მკრეხელობთ და ამახინჯებთ ისტორიას, ვინ გითხრათ რომ ქრისტე გამხდარი იყო? განა არ იცით რომ ეს უბრალოდ იკონოგრაფიული ტრადიციაა? ჰოი უგნურო მოდგმავ, როდამდე უნდა გათრევდეთ ზურგით შუამავალნი! როგორც სეფისკვერის ცომს ააფუებს საფუარი, ესრეთ სულიწმიდა გვაფუებს ჩვენ… გამხდარნი და თხელნი კი ნაკლები სულიერებისანი არიან, შვილნო, გამოუცდელნი! გახსომდეთ და დაისწავლენით!

უფალი საკუთარ წყალობასა იმით გამოხატავს რომ გამდიდრებს, განგალაღებს, შენ შვილს უნივერსიტეტში მოაწყობს, ქმარს საქმეს გაუჩარხავს, მარხვა და ლოცვა რომ გამოვიარე იმიტომ ვარ ახლა მსუქანი, დამსახურებულად ვჭამ პურსა და ველოდები სასუფეველსა!

ანაც რას იხედები ჩემკენ? წადი შენ აყროლებულ სულსა მიაპყარ თვალი, ბედშავო და ეშმაკის კერძო!

შესაწირი უნდა მოიტანო ტაძარში ყოველ კვირას, აბა როგორ, მე შენ შეუფასებელს გაძლევ, შენ შეფასებულიც არ მომცე?! სადაური ადათი და წესია ესე გურჯნო?

ასე რომ ღიპი ჩემი, ღირსება ჩემი! შეგინდოთ უფალმან უგნურება!

ჰოი, უფალო არ დასაჯო გევედრები!

ამინ!

მამამარჩენალის მადლი გეწეოდეთ!

კგბ და ჩვენი უსპეტაკესნი მამანი!

16/11/2009

შვილნო, ქრისტესმიერნო და საყუარელნო!

რატომ შეგითქვამთ პირი და განჰმიჯნავთ უსპეტაკეს მამასა და კაგებესა?

დიდთა დიდი მეუფე ჩვენი და მამა მარჩენალი დიახაც რომ თანამშრომლობდა კაგებესთან, რაი არს ამაში უსარგებლო? რად აჰყოლიხართ ცრუთავისუფლების მიმდინარეობასა და რად ებრძოლებით დიდსა მაჰმადიდებელ ერთა? განირეცხეთ სამოსელი თქვენი და გამოიცვალეთ აზრთა წყობანი, დასავლეთიდან თავსმოხვეული! ოდეს ჩიანი ვიყავით, რუსეთმა შეგვიფარა, ხოლო ოდეს კვლავ ჩიანი ვართ, კვლავაც მოდის ჩვენს საშველელად, ჩვენ კი ორგულნი… ეჰჰაა, გულმეწვის ძმანო!

ჰოი როგორი ამბორი ვნახე ბაქოში, როგორი ნეტარი, როგორი სიყვარულით სავსე, როგორი ძველი! წმინდა ნერწყვი ამკობდა ამ დიდებულ ძმობასა ლოყასზედ და დიდებული მტვერი ელამურებოდა ბუქითა ანგელოსთა გალობასა!

ძმანო ასეთებს ვერ ნახავთ ვერსად, კუნკულ-ბარტყულის ქუდებიდან ერთმანეთს შეეფრთხიალნენ ქერუბიმნი, თეთრ-შავი სიყვარული სიამეში ჩაგყრიდათ! ღვთივკურთხეული კაგებეს ორი ძმა და ეკლესიის ორი მწყემსი მზესავით აელვებდა სათვალესა (განკითხვაში არ ჩამეთვალოს და რაში სჭირდებათ ამ ზეცის მჭვრეტელთ სათვალენი!)

ძრწოდეთ ბოროტო აგარიანნო, სკვითნო და ბარბაროსნო, რომელნიც წინააღდგომილხართ ჩვენს მშვიდობით სავსე ერებსა! ძრწოდეთ უგულონო! ძრწოდეთ ქრისტეს ქუსლის მკვნეტელებო!

ძრწოდეთ ლიბერალებო, ჭია ღუებო, მატლებო!

ვის ეცილებით ძალაუფლებას, რომელსაც არა კაცისგან მისცემია? ჰოი წმიდაო დედაო, შეგვიწყალე, ჰოი ყაზანის, იერუსალიმის, ვლაიმირის, ივერიის, პეჩორისა და აწყურის დედა ღვთისმშობლებო შენ დაგვიფარე!

ძმანო ამის კითხვისა შემდგომ სამგზის მეტანია აღასრულეთ და ვლადისლავ ღრუსის დაუჯდომელი წარიკითხეთ ათგზის!

ჩვენი უსპეტაკესის ქვედა ტუჩის მადლმან დაგიფაროთ!

ამინ! ამინ! ამინ!

უგნური და განმხრწნელი სიტყვანი უსპეტაკესსა ზედა!

16/11/2009

ჩვენმან უსპეტაკესმან მამამა და მარჩენალმა მოიპატიჟა სრულიად ლაპლანდიის ძედ-მაროზი, კურკლე!

ნუ შეეჭვდებით სახელსა და წოდებაში შვილნო, რაოდენიცა უსპეტაკესობის მადლმან განწმინდა, კაცი ვერას დააკლებს და სახელი უფრორე.

ძედ-მაროზი ბავშვების საყვარელი სახელია, ჩვენ კი დედა ლაპლანდიიდან კაკებს ველით, ვითარცნა ბავშვნი, განა ქრისტემაც არ გვითხრა ეს?… კურკლესაც კაკები მოქონდა ჩვენთან და ამ პირშავებმა უკან გააბრუნეს!

ჰოი ამ ღვთაებრივი სიმბოლიზმის ენას თუ ვერ ჩაწვდი მკითხველო, რაოდენი დაგკლებია, რაოდენს შეუშინებიხარ, ან იქნებ აღსარებაში მალავ რასმეს? ნუ იყოფინ!

ამ უღირსებს აქ თავისუფლება მოსდომებიათ, არ კი იციან რომ უფალმან ჩვენმან მონობა განაწესა და თავისუფლებას იქ დაგვპირდა, სადაც რძე და თაფლი ერთად მოედინება და კრავნი და მგელნი ერთად სძოვენ!

არ შეიძლება მოკეთე კაცის უკან გაბრუნება, განა თუ გვსჯის სამართლიანი არ არის?

როგორ ვიქადაგოთ ეშმაკთა ხლართებში?

16/11/2009

მომაპყარნით სასმენელნი ძმანო და შვილნო წმიდისა ამის ივერიისანო!

იმისათვის რომ ურჩულო ან მწვალებელი დაუმორჩილო შენს წმიდა ეკლესიასა და ჩვენს უსპეტაკეს მამასა, საჭიროა უპირველესად განიწმინდო, ზეთი იცხო, ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი მიიღო უზმოსზედ და წაიკითხო პირველი ფსალმუნებაი.

შემდგომ ამისა შეიგნო რომ შენ ხარ მარილი, ხოლო ის კი, ბედშავი, აშმორებული ხორცი, რომელიც შენახვას საჭიროებს, ამიტომაც ყოველგვარ უნდა გარეშემოერტყა და აყროლებისგან დაიცვა.

საუბარში იყავ მედიდური, მაშინაც კი თუ მისი ეშმაკისეული არგუმენტები გაბნევს, არ შედრკე, არ უსმინო ისეთ რასმეს რაც გულს შეგიწუხებს.

თუ უმალ ღვთისგმობა წამოსცდება, იდაყვ ჰკარ, შემდგომ კი თუ ვინმე გამომსარჩლებელი მოუვიდა პრესიდან განაცხადე რომ ეს სიყვარულმა გაგაკეთებინა, ასეთი მაგალითიც დაურთე “განა როცა ბავშვი ღუმელზე ვარდება, იდაყვს არა ჰკრავთ რომ დაწვას ააცილოთ?” ეს ყველაფერი წარმოთქვი შთაგონებულმან და გულში ჰიესუ ტკბილო იკითხე.

შენთვის მთავარი იყოს არა მასონური სატყუარა არგუმენტი, არამედ გრძნობანი და განცდანი, აღტკინებაი, საიდუმლოი და შიში ღმრთისა.

შენთვის არ შთაწერილა სახარებაში ესე:

“ამიტომ იყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი.” (მათ.10;16)

არა უგნურო, ეს შენს მოძღვარს დაუწესეს მხოლოდ, მე დამიწესეს და მღვდლებს, შენ ის უნდა მიიღო რასაც მე წავიკითხავ და დავინახავ!

ამიტომ გონიერება ღვთის დიდი საუნჯეა და სიკვდილის წინ მიიღებ მხოლოდ, იქამდე კი დაემორჩილე გრძნობებსა და გამართლდები!

ადგილსა მწვანილოვანსა და ადგილსა განსასვენებელსა განგვისვენოს ჩვენ უფალმან სიკვდილის შემდგომ!

ამინ!

ჩვენი უსპეტაკესი მამამარჩენალის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ თქვენ “თავისუფლების ინსტიტუტისა” და ყოველი ეშმაკისაგან!

ეგზეგეზაი პეტრესი, წინააღმდეგ თავნებათა და დაუმორჩილებელთა!

15/11/2009

პირველი პეტრესი
თავი მეხუთე

1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.

ასე იწყებს პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეს, მავან მზაკვარს გაუგდია გულხელად ადგილი ესე და ჩვენ, ქრისტეს მხედართა და სასულიერო დასთა გვეურჩების და გვეთახსირების!

ჰოი უგნურო გადამთიელო და უცოდინარო, რომელსა არა გიცნიეს ცოდვანი შენი და ხიბლსა შინა შესული განიკითხავ მოძღვარსა და მასწავლებელსა შენსა, ძმათა და დათა შენთა მწყემსთა დადგენილსა ზეგარდამო გარდამოსული სიტყვისა მიერ, განკაცებულისა!

პეტრე მოციქული დაჯილდოვებულ ჰყო ამავე ლოგოსმან მოციქულებით, ხოლო ვინა ხარ შენ? მატლ და არა კაც! ამიტომ შთაიგდე მუცელში ენა და დაემორჩილე პატვითა და ღირსებით უწმიდესსა და უსპეტაკესსა, მამა-მარჩენალსა ჩვენსა და ყოველსა პატიოსანსა სამღვდელო და სამონაზვნო დასსა!

განიგდე გულისაგან ყოველი ზვაობაი, ფუცი, გმობაი და ძვირისმეტყველებაი, განიგდე ყოველი ბარდი და ეკალი, მიენდვი მწყემსსა შენსა და უკეთუ კლდეზე გადავარდეს გაჰყევი – უფალი თვისებს ტრამვატოლოგიურშიცა სცნობს!

ჰყვარობს ზეციური მამაი წმიდასა გულუბრყვილობასა, ავადმყოფობა სათნოებათ შეერაცხების მორჩილსა, ხოლო ცოდვაი ცხონებათა, რამეთუ ემორჩილებოდა ერთსა და დაურღვეველსა ღირსებასა, მოძღვარსა თვისსა!

ამინ, ამინ, ამინ!

განგაძლიეროთ უფალმა ბოლო ჟამის ამ მძიმე დღეებში!

გარდაღვარძნილთა შებილწული “ქებათა ქება”

15/11/2009

ქრისტესმიერო ძმანო და სათნო შვილნო, მაპატიეთ რომ ჩვენს ღვთივმომადლებულ ნუსხურსზედ არ განვალაგებ ასოთა, მაგრამ, ჰხედვით და აკვირდებით ამ ვერაგთა განზრახვასა, ყოველწამიერად მატებულსა? რომელთაცა ქებათა-ქებაი სოლომონისა შეუთრევიათ ძველსა ეონში და ასაღებენ ღვთივგანბრძნობილ სიტყვად. სადამდე სწვდებათ 30 ვერცხლი, მამაო პაის მეოხ გვეყავ! ვითომდა წმიდა წერილის ნაწილად გავასაღოთო, შეხედეთ ამ აღვირახსნილ ტრფობას, შეხედეთ ამ შებილწულ გულისთქმათ, შეხედეთ ამ თხეებრივ ფშვინვასა და ბოტვას! გადაშალეთ ძველი აღთქმა და თუ თქვენ იქ ქებათა-ქება იპოვოთ, მაშ დამკალით რჯულსზედ!

წმიდა მამათა რისხვა მოგეწიოთ, წყეულნო და შეჩვენებულნო! აგრემც მამათმავალი სატანა დარაჯობდეს თქვენს აყროლებულ სულებს ჯოჯოხეთში და თესლთა თქვენთა სუნი არ გასვენებდეთ სამარადჟამოდ!

გვაპატიე ივერიის წმიდა დედაო, რომ ესრეთსა აქვეყნებს სამღვდელო დიაკონი შენი დედობრიობისა! რაოდენი შეგვითითხნეს, რარიგ გარდაიღვარძლნენ ურწმუნონი ესე, რარიგ შეაჩვენეს თავი თვისი წინაშე უფლისა!

ქებათა-ქება სოლომონისა

თავი პირველი

1. ქებათა ქება სოლომონისა.

2. მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!

3. სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.

4. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!

5. შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.

6. ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.

7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?

8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.

9. ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!

10. მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.

11. ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.

12. ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.

13. მურრის ჭურჭელი – მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.

14. ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.

15. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.

16. აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.

17. სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი – კვიპაროსის.

წინააღსადგომად უჯეროისა ნეტარყუჩისაგან

15/11/2009

ღვთისშვილნო, ახალგაზრდანო, ტრფობის მაძიებელნო უცხოსა შიგან, შეჰკარით თავი თქვენი სანამ დაიტეხდეთ მაღალი ღვთის სასჯელს! განიკრძალენით შერთვასა მეძავთა, ერთსხეულიანთა და პირუტყვთა, ხელნი თქვენი შებოჭენით და გულნი თქვენი განუხვენით ნეტარსა გალობასა წმიდისა პელაგიასი! დავსდებ წერილსა ამას, მამისა ჩვენისა იოჰანესასა და გამოაღვიძენით გულნი!

ხორციელნი ცოდვანი

ა) ჩუკენობაი
ბ) სიძვებაი
გ) მრუშებაი
დ) მამათმავლობაი
ე) უჰასაკოს განხრწნაი
ვ) პირუტყვთან დაცემა (წყეულიმც იყოს!)

წმიდა მამაი თითოეულსა განჰყოფს რამდენსამე ნაწილად (მცირე სჯულისკანონი, განგება წმიდისა იოანე მმარხველისა, კანონი 1):

ა) თესლდანთხევაი ხელით, იგივე ჩუკენობა

წმიდა მოძღვარი და საჩინო იოჰანე შეჰნიშნავს, რომ ამ ცოდვით დაცემული ქალწულად წოდების ღირსიც არ არის (ანუ ვაჟიშვილად ან ქალიშვილად, ბერძნ. პართენიოს). ისმინეთ ახალგაზრდებო!

ჩუკენობა განიყოფვის 2 სახედ:
– საკუთარი ხელით
– სხვისი ხელით (რაიც გარჰყვნის სხვის მარჯუენასა და ჩუენსა ასოსა შეაჩვენებს)

სასჯელად განწესებულ არს 40 დღით უზიარებლობა

ბ) სიძვა

განიყოფვის სამ სახედ:
– ქვრივთან
– მხევალთან
– მეძავთან

სასჯელი: უზიარებლობაი 7 წელი

გ) მრუშება
განიყოფვის 2 სახედ:
– დაქორწინებულთან
– მონაზონთან (მე საკუთრივ დიდს დავაწესებდი უფრორე)

სასჯელი: უზიარებლობა 14 წელი

დ) მამათმავლობა
განიყოფვის 3 სახედ:
– ძალადობითა და ბღაუჭით
– სხვასთან შეყოფითი ან შემოყოფილი
– 2 ადამის ძესთან ერთად, შეყოფითად და შემოყოფითად (უმძიმესი სახება არს)

სასჯელად განწესებულია უზიარებლობა 20 წელი ან სიკვდილამდე

ე) უჰასაკოს გახრწნაი

დაუფლებაი 16 წელს მიუღწევლისა!

ვ) პირუტყვთან დაცემა

განიყოფვის 2 სახედ:
– ცხოველთან
– ფრინველთან

თითოეულიც დაიყოფვის 2 სახედ:
– მამალთან
– დედალთან

უფლის ცრემლი

15/11/2009

გახსოვთ ალბათ ქრისტეს ვნებანი, იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს მაგრამ მიიპყრო თვალი. ერთი კარგი მომენტია, ჯვარცმისას რომ მამა ღმერთის ცრემლი ვარდება ზედ ჯვარცმის ჩრდილქვეშ, თითქოს მქუხარე ზეცა გადმოღვრის ამ სინანულის ცრემლით რისხვას და იწყება დიდი არეულობა.

მაშ ყური დამიგდეთ შვილნო, ნუ აღელდებით ოდეს ძაღლნი შემოგწკმუტუნებენ, განიმაგრეთ გალავანი და შეირტყით შესამოსელი ძლევისაი. ჩვენ ვართ მამის ღმერთის მოისარნი და მისივე ნების აღმსრულებელნი, ამიერითგან ჩვენ უნდა ვიყოთ მისი რისხვისა და სიყვარულის მომფენელნი, სწორედ ამიტომ არ კავდება მათი ეშმაკის ფულით ნასყიდი სული… თეოლოგიაში ვისწავლე რომ ყველაფერი განცხადებული არ არის, მაშ ველოდოთ განცხადებას როცა უფალი გვეტყვის – მათ სული არ ქონდათ, ქვისანი იყვნენ და თქვენ გამოსაცდელად დაიარებოდნენო, ალღო მკარნახობს უთუოდ ასე იქნება ეს.

ალბათ გეხსომებათ იმ ავქალამ და შავპირამ, როგორ შეურაცხყო ქრისტეს უხუცესი გენერალი, ჩვენი პატრიარქი, რომელზეც აღაშენა წმიდა გიორგიმ საკუთარი საყდარი და რომელიც არის ჩვენი ბურჯი.

ყმაწვილკაცობაში მასწავლიდნენ, ფუნდამენტს უნდა დაარტყა, თავში რომ შეარყიოო, ხოდა ურტყამენ ახლა ესენიც წმიდათა წმიდას. ჰოი, სოდომსა და გომორს არ მოსწევია ისეთი, მათი გვამები რომ მოიწევენ, წუმწუმა იუკადრისებს მათ ხორცს და ძვალნი მათნი განეშორებიან ერთურთს!

გონიათ ვერ ვხვდებით? 33 მეტრიან ფალოსზე რომ შემოასკუპეს წმიდა გიორგი (დიდება მის სახელს!) და გველეშაპი ცხენისგან დააფეხმძიმეს? ყრუნი ვგონივართ ძმანო და დანო, ყრუნი!

ღმერთი ფაფუკი როდია შვილებო, ის რკინისაა, ძლევისაა, გამარჯვებისაა, დიდგორში განა სწორედ მან არ გამოგვიგზავნა წმიდა გიორგი წმიდათა დასაცავად და მომხდურთა გასაჟლეტად შვილებო? ერთი მრევლის წევრი მოდის იმ დღეს და მეკითხება “მამაო, წმინდანი როგორ კლავდა ხალხსო?” უნდა დავსწერო – გავიგდე იდაყქვეშ, ვუთხარი – ქალო ჯერ კაცის წინ როგორ ლაპარაკობ, მეორეც, წადი შენ თავს მიხედე ისტორია და უფალი ყველაფერს გვეტყვიან თქო!

აბა გემშვიდობებით და იდექით მტკიცეთ!

გეწეოდეთ ჩვენი უწმინდესის და უსპეტაკესის, ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევა!

ამინ!

შეხვედრა სალოსთან

14/11/2009

მაშინ ჯერ კიდევ ახალი მოყვანილი მყავდა მზექალა და დიაკვნობასაც არ დავტანებივარ, მქონდა სამსახური, რძის კომბინატში ვმუშაობდი და არ გვიჭირდა.

ეჰჰა, სად იყო ძველად ეკლესიები გახსნილი, ვინ შეგიშვებდა, ვინ შეგასუნინებდა. მეც მიმიწევდა გული მაგრამ აბა ბალღები დახოცილიყვნენ მშივრები? ამ რჯულძაღლთ ახლა ეკლესიებიც აქვთ და სურსათ-სანოვაგეც, მაინც არ მიუდით გული, არა და არა!

სად იყო და სად არა, მცხეთაში ჩავედი, მეთქი შევალ სამთავროს მონასტერში, აქ არავინ მცნობს მაინც, ვნახო როგორია ღმერთის სახლი შიგნიდან. შევედი, კაციშვილი არაა, ერთი მონაზონი ფსამს მარტო შუშის ქილაში და თან გალობს. გავბრაზდი! წინასწარ ნურც თქვენ შესცოდავთ ღმერთსა და ნუ იფიქრებთ აუგს, მივმართე:

– მამაო რას შვები, გადაირიე?!

მიპასუხა

– შე ღვთის გლახავ, განა არ იცი რომ ბუნებით რჯულს აღვასრულებ, ხოლო შენი სიბილწე სხვაგვარად ხედავს?

– რა არის ადამიანო რჯულისმიერი, ქილაში მოფსმა?

შემომხედა, დაფერთხა და მითხრა

– მაშ შენი სიბილწე ჩემსას აღემატება? შენ რომ ღმერთის გწამდეს საერთოდ არ დამინახავდი აქ, მე კი იმათი აზრი მიმაჩნია ღირსეულად, ვინც მორწმუნეა!

ენა ჩამივარდა, შემაცბუნა მონაზვნის ნათქვამმა, გული ამითამაშა და ამიძგერა, აი რას გვიმალავდნენ განგებ, აი! რწმენას და გულს, სიკეთესა და ნამდვილ სიბრძნეს, არა როგორც პირუტყვთა და ვიღაც რამიშვილ-თუთბერიძეანთ წესრჯულია!

ეს ბერი აღმოჩნდა მამა გაბრიელი, რომელიც ჩემს მოძღვრად გავიხადე უმალ, მომავალში მოგითხრობთ უკეთ, ახლა უნდა დავიძინო, წირვა მაქვს ხვალ დასაყენებელი!

მშვიდობის ძილი და უშფოთველობაი მოგანიჭოთ უფალმა!

უფალო შეგვიწყალენ და “პრეზერვატივების” შესახებ

14/11/2009

ყოვლადწმიდაო სამებაო, დედაღვთისმშობელო, ყოველნო მთავარანგელოსნო, ანგელოსნო და წმიდანო, მომიტევეთ ამ სიტყვის წარმოთქუმაი, მაგრამ განსაცდელში შთავარდნილი ჩვენი ერი საჭიროებს საღვთო უწყებას!

როცა ყმაწვილკაცი ვიყავ, მეც მქონია სწრაფვა ქალთა შერთვისაკენ და ეშმაკის მანქანებით წავედი კიდეც, იმედი მქონდა ამ რეზინის ჩიპისა და სწორედ ამიტომ გადავსდგი ეს ნაბიჯი.

ახლა დავუფიქრდეთ ღვთისანო, განა ეს იმედი არ ამოძრავებდა ჩემს ფეხებს? განა სწორედ მან არ შემაყოფინა… თავი ცოდვაში! დიახ.. სწორედ მან! ეს ცრუიმედი, რომელიც მკრეხელურად არცხვენს საღვთო სასოებას, ჩემს ცოდვაში პირველი დამნაშავეა, მან მომიკლა შიში და უგნურთა თანა მომიჩინა ადგილი!

მაგრამ ჩვენი ბილწი მთავრობა ამასზედ არც დაფიქრებულა, არც აპოსტასიას მიცემული სამყარო მობრუნებია გონებითა და გულით!

დასწერეს გაფრთხილება სიგარეტზე “მოწევა კლავს” რადგან იცოდნენ რომ უფლის მიმტევებლობა ისედაც შეუნდობდა ხალხს ამ მცირე მავნებლობას, მაგრამ განა მოიფიქრეს დაწერა “შავი კუპრი” რომ ბრიყვსა და ხელის მომკიდებელს წამისყოფით გასჩენოდა ჯოჯოხეთის შიში, ანაც მცნებაი მამა ღმერთისა, ფილებსზედ საკუთარი თითით ამოტვიფრული “არა იმრუშო!” მაშ გონიერებით გვატყუებს ანტიქრისტეს სული?! მაშ ვეღარ უნდა გავაქროთ ეს სამრუშეი, ჩვენი ქვეყნისგან?

განაგდეთ ბილწებაი და მიეცით კანონიერებაში შერთული მეუღლის სხეულისკენ სადინარი!

შეგონებანი ცოლთათვის

14/11/2009

”ყველაფერი ცუდად მიდიოდა, სანამ აღსარებაზე მამა თეიმურაზმა არ მითხრა – მამაკაცი ქალზე მაღლა უნდა იდგეს ყველგან, მათ შორის ლოგინშიცო – ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება მოწესრიგდა, ამგვარი ურთიერთობა სასარგებლო აღმოჩნდა სულისათვის, ყოველ ქალს რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს ვურჩევ დამორჩილდეს უფლის ნებას და რაც მთავარია მოძღვრისას, მისი ბაგეებიდან ხომ თვით სულიწმიდა გველაპარაკება” – სასარგებლო რჩევას გვაძლევს თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მრევლი, ქალბატონი დოდო აბულაძე, ის 15 წელია რაც ღმერთს ეზიარა და ბიოლოგიის სწავლებას თავი დაანება 135-ე საჯარო სკოლაში. ჭეშმარიტად საყურადღებოა ქალბატონი დოდოს სიტყვები, რამეთუ დღეს მრავალი წყვილი იტანჯება არაღვთისმიერი ურთიერთობით, მათ არ უწყიან რას გვასწავლიდნენ წმიდა მამები და ვშიშობ სწორედ ეს უვიცობა ქმნის ათასგვარ გაურკვევლობას ოჯახურ ურთიერთობებში. ქალის თავი მამაკაცია, ის მეთაურობს პატარა დანაყოფს დიდ ომში, ამრიგად როგორც ოფიცრის დაუმორჩილებლობა ღალატია, ასევეა ქალის უნდოობა და თავაშვებულობა ოჯახის დაქცევის წინაპირობა.

განა დამთრგუნველია ვისმესთვის, როცა ქმარი მიიყრდნობს გულ-მკერდზე და ეტყვის “ხვალ სეფისკვერი ლოგინთან ახლოს დამიდე, რომ გამახსენდეს და უზმომ ვჭამოო” დედაკაცი თავია ადამიანური ცოდვისა, სწორედ ამიტომ უნდა სზღოს მორჩილებით, მასაც გამოადგება და შვილებსაც მაგალითს მისცემს. უფლისთვის არ განიყოფა დედობაი და მამობაი, მაგრამ ჩვენთვის, მატლთათვის? ოჯახის სიჯანსაღისა და ჰარმონიული თანაარსებობის მთავარი წამალი ასევე მარხვაში ვნებისგან თავშეკავებაა, ასე არა მხოლოდ დავიცავთ შვილებს მომავალი ავადმყოფობებისგან, არამედ სიცოცხლესაც გავიხანგრძლივებთ, მერე რარიგ ნეტარია უფლის მომედლებული სუნთქვა? მაჰმადიდებელ ფსიქოლოგთა დიდი ნაწილიც ამ აზრზე გახლავთ, გულქვევით რომ არ გაატაროთ და უნებლიედ უყურადღებობის ცოდვაში არ შეხვიდეთ, ისინი დასძენენ რომ სწორედ აქ არის ხმა ღვთისა და მეცნიერებისა ერთ რიგსა და განწყობასზედ. ახალგაზრდა ქალ-ვაჟმა თავი უნდა შეიკავოს უხამსი ხვევნა-კოცნისგან, ჯერ მათი ნერწყვი ნაკურთხი არ არის, აღზრდა სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ, ჩვენ ხომ ვიზრდებოდით ისე, რომ ქალის კოჭი არ გვქონდა ნანახი, რა, ვერ ვზრდით 5-5 შვილს? ხოლო ის ეშმაკური სიტყვები, რომ ბავშვებს სამოსი არ აქვთ, განა ჩვენს განსაკითხად გამოადგება მრავალ ღვთისგლახას? ვუპასუხოთ, როგორც ერთ დროს წმიდა პიმენმა უპასუხა: სწორედ იმიტომ არ აქვთ ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა შვილებს სამოსი, რომ უფალი გვსჯის უსჯულოების დათმენისთვის ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე! თქვენი სექსებისა და უზნეობებისთვის ვართ ამ დღეში, სუსტნი, ჩვენი უწმინდესის კალთას შეფარებულნი და მასაც აღარ გვიყენებთ, თუმც ამასზე დ შემდგომ დავწერ!

წმიდა მარიამ მეგვიპტელი შეგვეწიოს! და დაგვიცავს ათასგვარი რჯულძაღლისა და თუთბერიძისგან!

ამინ!

კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე

14/11/2009

2003 წლის 26 აპრილს, ღამეს წნორის ილია მართლის სახელობის ეკლესიაში ვესწრებოდი ჩვენი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისადმი მიძღვნილ ლიტანიობას. სახლში როცა დავბრუნდი იქნებოდა ღამის 12 სთ. უეცრად ცაზე შევნიშნე მრგვალი ნათება, რომელიც რამდენიმე წამში გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა და გაქრა. უცებ სიღნაღის მთებში ჩაიკარგა თითქოს. ეს ისე უეცრად მოხდა, რომ ვერც კი გავიაზრე რა უნდა ყოფილიყო. დედას კი ვუთხარი მგონი უცხოპლანეტელები იყვნენ მეთქი.

მეორე დღეს, 27 აპრილს გათენდა აღდგომა დღე, და მოხდა სასწაული, შუადღის 2-3 საათზე ბიძაჩემის, შოთა ხოხონიშვილის ოჯახში ქათამმა დადო წითელი კვერცხი. ოჯახის დიასახლისი მოყვა: ერთი ჩვეულებრივი ქათამია, რომელიც ჩვეულებრივ თეთრ კვერცხებს დებდა. იმ დღეს, 27 აპრილს, ჩვენი ყურადღება მიიქცია მისმა გაუთავებელმა კაკანმა, საბუდართან დარბოდა, კრიახობდა, მღეროდა, რომ აღარ გაჩერდა, ვთქვი, რა დადო ნეტავ ამისთანაო და წავედი კვერცხის ასაღებად. საბუდარი მოთავსებული იყო საქონლის სადგომის თავზე, სადაც კიბით ავდიოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი, როცა საბუდარში წითელი კვერცხი დავინახე. ავტეხე ყვირილი. ჩქარა მოდით ქათამმა წითელი კვერცხი დადოო. იმავე დღეს კვერცხი ვაჩვენეთ წნორის ეკლესიის წინამძღვარს მამა დავითს, რომელმაც პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ ეს იყო ნამდვილი სასწაული. ამის შემდეგ ქათამმა შეწყვიტა კვერცხის დება. გაუცხოვდა, არ ჭამდა. მაისის ერთ საღამოს ოჯახის წევრებს შემოესმათ ქათმის ფრთხიალი, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ. მეორე დღეს ნახეს საშინელი სურათი. სათონის ბეტონის კედელზე, რომელიც წარმოადგენს გზისგან გამომყოფ ეზოს ღობეს, ჩამაგრებული იყო პატარა მოკაუჭებული მავთული, რაზეც კისრით ჩამოკიდებული იყო ქათამი. ქათამმა თავი მოიკლა.

ეს ამბავი ელვასავით მოედო სოფელს. მოდიოდა ხალხი და ნახულობდა როგორ მოიკლა ქათამმა თავი. ყველა პირჯვარს იწერდა და შიშის და უფლის განდიდების გრძნობა ეუფლებოდათ. ღვთისაგან რჩეული ქათამი დაასაფლავეს ეზოში.

ეს მოხდა აღდგომიდან, კვერცხის დადებიდან ოცდამესამე დღეს. ამის შემდეგ ერთი წლის მანძილზე ეს სასწაულებრივი წითელი კვერცხი ესვენა წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში (ქერჩის ქ. #22) ახლა კი ისევ იმ ოჯახში ინახება, სადაც ქათამმა დადო წითელი კვერცხი.

მარინე ხოხონიშვილი

საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #4, მაისი, 2005წ. რედაქტორი მღვდელი გიორგი სამსონიძე, პასუხისმგებელი გამოცემაზე ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი

%d bloggers like this: