შიგთავსზე გადასვლა

ეგზეგეზაი პეტრესი, წინააღმდეგ თავნებათა და დაუმორჩილებელთა!

15/11/2009

პირველი პეტრესი
თავი მეხუთე

1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.

ასე იწყებს პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეს, მავან მზაკვარს გაუგდია გულხელად ადგილი ესე და ჩვენ, ქრისტეს მხედართა და სასულიერო დასთა გვეურჩების და გვეთახსირების!

ჰოი უგნურო გადამთიელო და უცოდინარო, რომელსა არა გიცნიეს ცოდვანი შენი და ხიბლსა შინა შესული განიკითხავ მოძღვარსა და მასწავლებელსა შენსა, ძმათა და დათა შენთა მწყემსთა დადგენილსა ზეგარდამო გარდამოსული სიტყვისა მიერ, განკაცებულისა!

პეტრე მოციქული დაჯილდოვებულ ჰყო ამავე ლოგოსმან მოციქულებით, ხოლო ვინა ხარ შენ? მატლ და არა კაც! ამიტომ შთაიგდე მუცელში ენა და დაემორჩილე პატვითა და ღირსებით უწმიდესსა და უსპეტაკესსა, მამა-მარჩენალსა ჩვენსა და ყოველსა პატიოსანსა სამღვდელო და სამონაზვნო დასსა!

განიგდე გულისაგან ყოველი ზვაობაი, ფუცი, გმობაი და ძვირისმეტყველებაი, განიგდე ყოველი ბარდი და ეკალი, მიენდვი მწყემსსა შენსა და უკეთუ კლდეზე გადავარდეს გაჰყევი – უფალი თვისებს ტრამვატოლოგიურშიცა სცნობს!

ჰყვარობს ზეციური მამაი წმიდასა გულუბრყვილობასა, ავადმყოფობა სათნოებათ შეერაცხების მორჩილსა, ხოლო ცოდვაი ცხონებათა, რამეთუ ემორჩილებოდა ერთსა და დაურღვეველსა ღირსებასა, მოძღვარსა თვისსა!

ამინ, ამინ, ამინ!

განგაძლიეროთ უფალმა ბოლო ჟამის ამ მძიმე დღეებში!

One Comment leave one →
  1. აქ არავინ აღან შემოხვიდეთ permalink
    27/11/2009 04:39

    აქ არავინ აღან შემოხვიდეთ,
    სატანა ჩაგითრევთ
    აღარ აკრიფოთ ამ საიტის მისამართი მეორედ,გთხოვთ ყველამ დამიჯერეთ

დატოვე კომენტარი