შიგთავსზე გადასვლა

ლარის განსვლის ლოცვა

21/02/2015

phlstQb

ამას ჟამსა ავბედითსა, ოდეს კვარცხლბეგი ჩემი მოღრიჭნა უსასობამან ქართველთა ერისანამ, ბროლის ციხის სიმაღლითგან შემოგღაღადვი მე, ბატონი მიწისა, შენ, ცისა ბატონსა, ღმერთწოდებულო. უხვად დაბერტყილი საჭურჭლითა და მრავლითა სავერცხლოითა, გარიგებითა მით ჩაგელოცვები შენ და გამოგცდი. ჰოი გამოგცდი!

ვუწყი მე მოქმედებისა შენის მექანიზმის სტრუქტურაი და აწ გიცნობიე შენცა მე, უზადოდ გამგებელი შენის ვენახისა. ამისთვისცა გაფრთხილებ, მოალბე გული ერისა შენისა, რამეთუ ესრეთ უმჯობეს არს მათთვის. ესე არს სამართალი შენი? აჰა, ურჯულომან გუმბათი შენი შევამკე ოქროითა, ხოლო შენ ქტიტორი ესე მიმივიწყე?!

წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა ნაციონალთასა და გზასა მათსა არა დადგა და საჯდომელსა მიშასასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა ჩემსა არს ნება მისი და შჯულსა ჩემსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

აჰა უმადურმან ერმან შენმან ზაკვით მოხედნა სიდიდესა ჩემსა და მენცრობასა ჩემსა იჭვნეულად ჰხადის.

ვეცრუვნე მე ერსა ჩემსა და აწ მოწყალებისა ჩემისა მძიებელნი და ვერ მპოველნი ავსა ჩემსა ეძიებენ. ხელთა განვმარტებ და ცრემლით ვხადი რუსთ ხელმწიფისა შეწევნად, რაჲთა არა მსწრაფლ წარიტაცონ ნაციონალთა ძალაუფლება ჩემი.

კურსი ვალუტისა განამტკიცე, რაჲთა მცირედ ჟამ ვიხილო სტაბილურობაი, და ესე არღარა შევისმინო, რამეთუ სიმრავლემან მტერთა ხელთ-იდვა, და ბოროტთა საქმეთა ჩემთა ბნელმან დამფარა მე.

აჰა გარემომიცვნა ამპარტავნებამან ჩემმან და ძალამან საჭურჭლისამან ხრჩობა მიყო მე. აჰა ესერა ნაციონალნი აღსდგნენ ჩემ ზედა და გულმან უზრახათ ცუდი. ჰოი უფალო, ნაციონალთა ოქროს ხბოისა თაყვანისცემას მიუბრუნდა ერი მოაქამომდე მადიდებელი საჭურჭლისა ჩემისა.

რაისთვისცა მოიძულეს სკვითთა და გადამთიელთა კომლი ჩვენნი და ქალნი ჩვენნი?! მოვედ უცხოტომელო და მოგვეც ჩვენო დოლარი მრავალი! შემოვედ და აჰა წარიტაცნე ქალნი ჩვენნი და მიწა ჩვენი დახან.

ჯანმრთელობისა ლარისასა კვლავაც ვხადი, თუმცაღა დედისა ჩვენის წულუ როხისასა რჩევად მივდევ. თეალოგიის საფუძვლითა განვაჯანსაღებთ ეკონომიკასა და აჰა ესერა მშიერთა სარჩოს მივცემთ. და აჰა, უკეთუ მათ ბრაზი თვისი არა იბრუნეს, დავკრავ მუშტსა ძლიერსა და ავყრი პატივს სუვერენობისასა.

უკეთუ ნებასა ჩემსა გარდახვალ, ნიცშესა შევეკვრი და სიკვდილს გამოგიწერ. ოჰო გენდერისა მსწაველებელი ესე, ქალთა მათ თავი ჩემი მოაძულე, ცისა ბატონო!

სადა არს, ევროპავ, საწერტელი შენი!
სადა არს დასავლეთო ძლევაჲ შენი!
აღსვსდექ და დაირღვი შენ.
აღვსდექ და დაეცნეს მიშანი და ვანონი;
აღვსდექ და ცხოვრება მოქალაქობს,

იმანო, იმანო, იმანო!

2 Comments leave one →
  1. 21/02/2015 19:15

    რა უფლებით გაქვთ გამოყენებული ამ მამების ფოტოები ??!!! ეს რა არის საერთოდ ??!!

  2. ანონიმური permalink
    12/06/2015 22:43

    ღმრთისმბრძოლთა კავშირი განაგრძობს თავის შავბნელ საქმეებს?

დატოვე კომენტარი